ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 337 000 ლარით გაიზარდა. ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შესახებ დადგენილება ქალაქის საკრებულომ 29 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო.
Gგაზრდილი ბიუჯეტიდან 35 000 ლარი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას მოხმარდება. როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა თემურ ცაგარეიშვილმა განმარტა, მსგავსი პროგრამა გასულ წელსაც განხორციელდა. ინგლისურ ენაში მერიისა და საკრებულოს 60 თანამშრომელი გადამზადდა.
Gგაზრდილი ბიუჯეტიდან 49 500 ლარია გათვალისწინებული მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის. 12 600 ლარს მართვის ტერიტორიული ორგანოები მიიღებენ. ბიუჯეტიდან მოკრძალებული `ხარკი~ – 700 ლარის ოდენობით შსს იმერეთის სამხარეო სამმართველომაც მიიღო. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს 31 000 ლარი დაემატა. სასამართლო საექსპერტო მომსახურების ხარჯებისათვის კი 20 000 ლარის მობილიზება მოხდა.
F ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტი დამტკიცებისას (გასული წლის 22 დეკემბერი) 36 მილიონ 445 000 ლარს შეადგენდა. ფინანსურ დოკუმენტში ცვლილების Dშეტანის შედეგად, 42 000 ლარი ააიპ კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაზე მოდის. მერიის დაფინანსებაზე გადმოვიდა ააიპ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი, რომელიც 5 700 ლარს მიიღებს. 60 000 ლარი სარაგბო კლუბ `აიას~ მოხმარდება. შეიცვალა სოციალური პროგრამების ბიუჯეტიც. Mმატერიალური დახმარების პროგრამა 19 600 ლარით, უფასო მგზავრობის პროგრამა 20 000 ლარით, ხოლო სოციალური საცხოვრისის პროგრამა 12 000 ლარით შეივსო.
ბიუჯეტში ცვლილების გარდა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პროგრამების კორექტირებაც მოხდება. ზამთრის სეზონთან დაკავშირებული სამუშაოების პროგრამა აღნიშნულ სამსახურის კომპეტენციიდან ამოვიდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პროგრამებს დაემატა.
No comments:
Post a Comment