Monday, March 26, 2012

გულწრფელი „ქალური ლოგიკა"

ეკა კუხალაშვილის სვეტი

„ქალუ­რი ლო­გი­კა", ამ სახელ­წო­დების გა­და­ცე­მის არ­სებობის შე­სახებ რო­დე­საც შე­ვიტყვე, ჩე­მი ქა­ლუ­რი ლო­გი­კით მივხვდი, რომ იგი ტე­ლე­კომ­პა­ნია „ი­მედ­ზე" უნ­და ყოფი­ლიყო. ყვე­ლა ლო­გი­კით და კა­ნონ­ზო­მი­­რებით ამ გა­და­ცე­მას ხსე­ნებულ არხზე ექ­ნებოდა ბინა. გა­და­ცე­მა მარ­თლაც „ი­მე­დის" არხზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. თუმ­ცა, ეს არ ყოფი­ლა კო­ლუმბის, იქამ­დე, არც ამე­რი­გო ვეს­პუ­ჩის მსგავ­სი აღ­მო­ჩე­ნა. რად­გან „ქა­ლუ­რი ლო­გი­კა" აღ­მო­ჩე­ნი­ლიც იყო, სახელიც ერ­ქვა, კრი­ტი­კაც იყო აღ­ძრუ­ლი და მას­ზე შეხედუ­ლებებიც ჩა­მოყალიბებული. Gგა­და­ცე­მას ბევრ ცოდ­ვა­ში ადა­ნა­შა­­ლებდნენ. მათ შო­რის სექ­სიზ­მსა და დის­კრი­მი­ნა­ცი­­ში. თუმ­ცა, აქ ალბათ შეს­წო­რების შე­ტა­ნა გახდება სა­ჭი­რო. რად­გან გა­და­ცე­მა უნ­და და­­და­ნა­შა­­ლონ არა სექ­სიზ­მში ზო­გა­დად, არა­მედ შე­­ნიღბავ, და­­ფა­რავ, იქამ­დე უგე­მოვ­ნო სექ­სიზ­მში. ­ნუ უნ­და ვე­კა­მა­თოთ იმა­ში, თუ რა­ტომ არ შე­ნიღბეს სექ­სიზ­მი (რო­გორც სა­ერ­თოდ ხდება ხოლ­მე) და ასე ღი­ად რა­ტომ აჩ­ვე­ნეს. („ი­მე­დის" პრობლე­მაც ესა­ა, გე­მოვ­ნებით ვერ ფუ­თავს სექ­სიზმს, ფა­შიზმს, უკა­ნო­ნობას, სხვებს ეს შე­და­რებით უკეთ გა­მოს­დით). სხვა მხრივ კი ახალი არა­ფე­რი მომხდა­რა. ქა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დის­კრი­მი­ნებული­ა, დამ­ცი­რებული და შე­­რაცხყოფი­ლია მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით, ყოველ ნაბიჯზე. თუმ­ცა ხან­დახან ამას შე­იძ­ლება თა­ვა­დაც ვერ ხვდებოდეს და არ უძახდეს დის­კრი­მი­ნა­ცი­ას (მა­გა­ლი­თად, ამას ვერ ხვდება „ქა­ლუ­რი ლო­გი­კის" წამყვა­ნი ქა­ლი).

სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერს რაც შეეხება. სექ­სიზ­მი შე­იძ­ლება აღ­მო­­ჩი­ნო ყოველ მე­­რე რეკ­ლა­მა­სა და ყოველ მე­სა­მე გა­და­ცე­მა­ში. თუმ­ცა, აქ იგი ან თვალ­ში­სა­ცე­მი არა­ა, ან თვა­ლი არის შეჩ­ვე­­ლი.­ ქა­ლუ­რი ლო­გი­კა აქაც ჭკუ­­სუს­ტობას­თან ასო­ცირ­დება, ქა­ლი­ ­ქაც გა­საყიდი ობიექ­ტი­ა, იგი კარ­გად იყიდება, მყიდ­ვე­ლად მა­მა­კა­ცი მო­­აზ­რება, თა­ნაც რა თქმა უნ­და ჰეტე­რო, თან მა­ჩო. მათ­თვის და მხოლოდ მათ­თვის ქა­ლის სხეუ­ლით მო­ვაჭ­რე­ნი ფსონს გა­რეგ­ნობაზე დებენ და აქ­ცენტს ქა­ლის სხეუ­ლის კრი­ტი­კულ ნა­წი­ლებზე აკე­თებენ. და ამ სი­ტუ­­ცი­­ში სა­ქარ­თვე­ლოს­ მას­კუ­ლი­ნურ ნა­წილს უცებ ქა­ლის ინ­ტე­ლექ­ტი ახსენ­დება. ქა­ლის სხეუ­ლი­დან მის გო­ნებრივ შე­საძ­ლებლობებზე გა­და­აქვს თვა­ლი. ეს სე­რი­­ზუ­ლი პროგ­რე­სია! მას­კუ­ლი­ნუ­რი თვალ­სა­წი­­რის გა­ფარ­თოების­კენ გა­დად­გმუ­ლი დი­დი ნაბიჯი. თუმც­ ქა­ლის სხეუ­ლებზე ვერც აქ ამბობენ უარს და „ქა­ლურ ლო­გი­კა­ში" ლა­მაზ­მა­ნებს იწ­ვე­ვენ. მაგ­რამ, რად­გან ამ საქ­მე­ში (ქა­ლის ინ­ტე­ლექ­ტის კო­­ფი­ცი­ენ­ტის დად­გე­ნა­ში) გა­და­ცე­მის ავ­ტო­რები (რომ­ლებიც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დოების წევ­რები არი­ან, ამი­ტომ სტე­რე­­ტი­პების შე­სა­მაბამი­სად აზ­როვ­ნებენ) გა­მო­უც­დე­ლები არი­ან, რო­დე­საც ქა­ლის სხეულს თვალს მოსწყვე­ტენ, ლო­გი­კა თა­ვა­დაც ერე­ვათ. რაც პირ­ვე­ლად ახსენ­დებათ, ამ ტი­პის კითხვებია: ვინ არის იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ა? რამ­დე­ნია კვად­რა­ტუ­ლი ფეს­ვი 36-იდან? იყო თუ არა რო­მის პა­პი სპორ­ტის სა­სახლე­ში? პირ­ველ ჯერ­ზე მე­ტი შორს ვერ წა­ვიდ­ნენ.

სა­მა­გი­­როდ, სტე­რე­­ტი­პებით მო­აზ­როვ­ნე­ნი შორს მი­დი­ან, რო­დე­საც საქ­მე მო­რალს და ზნეობას ეხება. ისი­ნი მკაც­რად ითხოვენ მო­რა­ლის მთე­ლი სიღ­რმით აღ­ქმას და შეს­რუ­ლებას ქა­ლების მხრი­დან. ქა­ლუ­რი ლო­გი­კა, რო­მე­ლიც („ქა­ლუ­რი ლო­გი­კის" თა­ნახმად) არა­­დეკ­ვა­ტუ­რობას­თან ასო­ცირ­დება, ფრი­ად ადეკ­ვა­ტუ­რი უნ­და იყოს ზნეობის სა­კითხებში. ინ­ტე­ლექ­ტში ჭკუ­­სუს­ტი და მო­რალ­ში მტკი­ცე და ბრძე­ნი - ­სე­თია ქარ­თვე­ლი ქა­ლის ტი­პი ქარ­თუ­ლი დახასი­­თებით. ინ­ტე­ლექ­ტში ძლი­­რი და მო­რალ­ში არა­­დეკ­ვა­ტუ­რი და ულო­გი­კო - ესაა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის ტი­პი. ­ნუ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დოებრი­ვი აზ­რი ერ­თნა­ირ დის­კრი­მი­ნი­რებულ სი­ტუ­­ცი­­ში აყენებს რო­გორც ქალს, ისე მა­მა­კაცს. რის შემ­დე­გაც არა­­დეკ­ვა­ტუ­რები არა­­დეკ­ვა­ტუ­რებს სჯიან და ასა­მარ­თლებენ და იმის თა­ვიც არა აქვთ, ეს არა­­დეკ­ვა­ტუ­რობა რო­გორ­მე შე­ნიღბონ. ­ნუ „გულ­წრფე­ლად" ამბობენ და აჩ­ვე­ნებენ იმას, რა­საც ფიქ­რობენ.

„ქა­ლუ­რი ლო­გი­კა" „გულ­წრფე­ლი" გა­და­ცე­მა­ა. იგი ყვე­ლა­ზე და­­ფა­რა­ვად ამხელს თუ რა უნუ­გე­შო სიბნე­ლე­ში ვცხოვ­რობთ. სი­ტუ­­ცი­­ში, რო­მე­ლიც ქა­ლუ­რი ლო­გი­კი­თაც მა­რაზ­მია.

No comments:

Post a Comment