Tuesday, March 20, 2012

შეშას ზამთრის ნაცვლად გაზაფხულზე არიგებენ



ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გადაბელილი ხეები გაჭირვებულ მოსახლეს დაურიგეს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ შეშის მასალა ამ ეტაპზე 20-მა ოჯახმა მიიღო. თითოეულ ოჯახს ერთი გადაბელილი ხე გადაეცა.

შეშის მასალა ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევის #9-ში მცხოვრებმა არჩილ მარგველაშვილმაც მიიღო. როგორც მარგველაშვილი ამბობს, შეშით უზრუნველყოფის შესახებ მერიაში განცხადება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შეიტანა. თუმცა, იმის გამო რომ ქალაქში ხეების გადაბელვის პროგრამა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მოსახლეობას შეშის მასალა გაზაფხულიდან ერგო.

`მერიაში ჯერ კიდევ დეკემბერში შევიტანე განცხადება, რომ ერთი მანქანა შეშა მჭირდებოდა ამ ზამთარში. რადგან მარტოხელა ვარ და არაფრის საშუალება არ მაქვს. შეშა თებერვლის შუა რიცხვებში მომტანეს.Bახლა რად მინდა? U რაც მქონდა შეშა დავწვი უკვე და ავიღე შეშის ღუმელი. თანაც, რაც შეშა მომიტანეს, არც იყო იმდენი, მე რომ მოვითხოვე~, - ამბობს 72 წლის არჩილ მარგველაშვილი.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის განმარტებით, ხეების გადაბელვის პროგრამის დაწყების ვადა განსაზღვრული არ არის.

`ხეების გადაბელვა ქალაქში ერთდროულად თებერვალში დაიწყო~, - ამბობს ჭანჭალეიშვილი.

ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხეების გადაბელვის პროგრამის განსახორციელებად 50 000 ლარია გამოყოფილი.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment