სახელისუფლებო გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტები და ინიციატივები დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა გააცნო. მასთან ერთად სამტრედიაში ადგილობრივ მოსახლეობას იმერეთის მხარის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, პარლამენტარმა გლეხისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებზე ისაუბრა. აკაკი მინაშვილმა ადგილობრივებისგან არსებული პრობლემების შესახებაც მოისმინა და შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს დახმარება აღუთქვა. ხელისულფების წარმომადგენლებმა, ყურადღება, ასევე, გაამახვილეს სამტრედიის რაიონში დაწყებული პროექტის - კოპიტნარის აეროპორტის მნიშვნელობაზე.
დღესვე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფელ კულაშის მოსახლეობასაც შეხვდა.
„ახალი გაზეთი“
No comments:
Post a Comment