Tuesday, March 27, 2012

რეაბილიტაციის პროექტი გეოლოგიური დასკვნის გარეშე



ქუთაისის ცენტრში არსებულ კერძო შენობებზე დამატებითი სართულების დაშენების გამო ობიექტების მესაკუთრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, შესაძლოა შენობებმა, სიძველის გამო, დამატებითი სართულის დაშენებას ვეღარ გაუძლოს.

აგერ მოდით და ნახეთ, სახლი შიგნიდან გაბზარულია. შენობა მიწისძვრის დროს დაზიანდა. რომ დაამატებენ, გაუძლებს კი ამას კორპუსი?~ - ამბობს თამარ მეფის გამზირის #4-ში მცხოვრები ნინო ტურაბელიძე.

ქალაქის ცენტრში მდებარე შენობების სარეაბილიტაციო ნუსხაში არსებული 7 ობიექტიდან, დამატებითი სართულის დაშენება 5 ობიექტზე (თამარ მეფის გამზირის - #4, #2, #5, #3, #7) იგეგმება. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ვასილ მებურიშვილი განმარტავს, რომ შენობების ამაღლება სრული სართულებისა და მანსარდების დამატებით მოხდება.

შენობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მათ საკუთრებაში არსებულ შენობების ამაღლება მიუღებელია. შენობაზე სართულის დაშენების წინაღმდეგია თამარ მეფის #4-ში მცხოვრები ლევან ყიფიანი.

როგორც ყიფიანი განმარტავს, გეოლგების ჩარევისა და კორპუსების შესწავლის გარეშე შეუძლებელია სართულის დაშენება. `ეს შენობა ზუსტად საუკუნეს ითვლის. არ ვიცი, ასე ვინ დააპროექტა შენობების ამაღლება? ეს არის სერიოზული პროექტი და სერიოზული მუშაობა სჭირდება. ჯერ უნდა მოხდეს შენობებისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, ექსპერტების მიერ შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი ამაღლება - განმარტავს ლევან ყიფიანი.

თამარ მეფის #4-ში მცხოვრები განმრტავს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ქალაქის მერიას განცხადებით მიმართა. `ერთობლივი წერილი დავწერ და მივმართეთ ქალაქის მერს. ჩვენი მოთოვნა იყო ყურადღება მოგვაქციონ, რადგან, შენობა ფაქტიურად წყალში დგას და შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას სჭიროებს. დახმარება კი არა, მის შემდეგ ერთი თვე გავიდა და პასუხიც კი არ მიგვიღია. ამ საკითხებზე ჩვენამდე არავინ მოსულა და არვის შეუმოწმებია სახლები რა მდგომარეობაშია და გაუძლებს თუ არა დაშენების შედეგად არსებულ ზეწოლას~, - აღნიშნვს ყიფიანი.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ვასილ მებურიშვილი ირწმუნება, რომ: `სამუშაოების დაწყებამდე გეოლოგები გვყავდა მიყვანილი და მოსახლეობასაც გავესაუბრეთ. ასე რომ, მათთან შეთანხმებულია რის გაკეთებასაც ვაპირებთ“.

`რამდენიმე კვირის წინ იყო ცენტრალურ მოედანზე შეკრება მოსახლეობასთან, არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. პროექტი, უფრო სწორად სურათი გვაჩვენ, თუ როგორი იქნება შენობები რეაბილიტაციის შემდეგ. სხვა მეტი ინფორმცია ჩვენთვის არავის მოუწოდებია~, - ამბობს თამარ მეფის გამზირის #2-ში მცხოვრები ხათუნა ჭუმბურიძე.

`ახალი გაზეთი~ შეეცადა გაერკვია, რამდენად რეალურად მოხდა შენობების შემოწმება და არსებობს თუ არა შესაბამის დასკვა?

ეაბილიტაციის პრექტისა და მასში არსებული გეოლოგიური დასკვნის გაცნობის მოთხოვნით ქალაქის მერიას წერილობ თავდაპირველად მიმდინარე წლის 23 მარტს მიმართეთ, გაორებით კი - 26 მარტს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობას ადგილზე ვითხოვდით, ჩვენს წერილობით მოხოვაზე, შუალედური პასუხი მოგვწერეს: `2012 წლის 26 მარტის მომართვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციის შესახებ მასალის მოძიება და მომზადება შესაბამისი სამსახურის მიერ გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული~, - აღნიშნულია შუალედურ პასუხში.

ასეთი პასუხის მიუხედავად, განმარტება არქიტექტურის სამსახურის უფროსს ვთხოვეთ. `პროექტი არსებობს, მაგრამ ამ დროისთვის რომელ სამსახურშია, ან ვის კაბინეტში დევს, ვერ გეტყვით. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ არქიტექტორები ჩამოდიან თბილისიდან და შემიძლია მას შეგახვედროთ~, - განგვიმარტა მებურიშვილმა.

ამდენიმედღიანი ძიების შემდეგ, რეაბილიტციის პრექტს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის კაბინეტში მივაკვლიეთ. პროექტს ან ახლავს განმარტებითი ბარათი, სადაც აღწერილია, თუ რა ტიპის ფასადური სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს შენობებს. თუმცა, ვერანაირ გეოლოგიურ დასკვ იქ ვერ Fაღმოვაჩინეთ. მასში აღნიშნულია, რომ შენობები მხოლოდ გარეგნული დათვალირებით არის შესწავლილი.

`კონსტრუქციული ნაწილის მუშა პროექტი დამუშავებულია ვიზუალური დათვალიერებისა და არქიტექტურული ნახაზების მიხედვით,~ - აღნიშნულია პრექტის კონტრუქციულ ნაწილის განმრტებით ბარათში.

„ახალი გაზეთის“ მიერ თემაზე მუშაობისა და რეაბილიტაციის პროექტის გაცნობის მოთხოვნის პროცესში მერიის პრესსამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე დაგვიკავშირდა. მისი თქმით, თემასთან დაკავშირებით განმარტებას მოგვიანებით, ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე თავად გააკეთებს.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment