ქუთაისში სასაფლაოების მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის სპეციალური გადასახადის შემოღებას პარტია ,,თავისუფალი საქართველოს~ ქუთაისის ორგანიზაცია აპროტესტებს. მათი მტკიცებით, ქუთაისის საკრებულომ მერიას მიანიჭა დელეგირებული უფლებამოსილება მოსაკრებლის შემოღების შესახებ. ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით კი სასაფლაოზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებისას სპეციალური ნებართვის მიღება და მასში 50 ლარის გადახდაა საჭირო.
,,როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ადრე არსებულ თუ ახლადშეძენილ სასაფლაოზე ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისთვის - იქნება ეს ფილების გაკვრა თუ სხვა რამ, ჭირისუფალმა სამუშაოების შესრულების უფლება მერიას უნდა მოთხოვოს და 50 ლარიც გადაიხადოს. Aამ ფაქტში ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ საკრებულომ დელეგირება გაუკეთა მერიას შემოეღო ეს მოსაკრებელი. ეს კიდევ ერთი ანომალია და სისულელეა~ - აღნიშნა პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერია გოგი წულაიას განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment