Wednesday, March 7, 2012

სამკითხველო სისტემა ონლაინ რეჟიმში


დღეიდან აკაკი წერთლის სახელმწიო უნივერსიტეტის სტუდენტებს ელექტრონული ბიბლიოთეკით სარეგებლობის შესაძლება ექნებათ.

ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია დღეს, უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გაიმართა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირქტორის გიორგი ჭიჭინაძის განმარტებით, ინტეგრირებული ელექტრონული ბიბლიოთეკის სისტემის დახმარებით მკითხველს ელექტრონულად შეეძლება სხვდასხვა ლიტერატურის წაკითხვა, გადმოწერა ან დაჯავშნა.

ამ სისტემის შექმნით მკითხველს გაუადვილდება სხვადასხვა ლიტერატურის მოძიება. რადგან მას აქვს Google-ის საძიებო სისტემა. ეს არის ერთი ფანჯრის სისტემა, სადაც გაერთიანებულნი არიან ჯავახიშვილის, ილიას, ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტბი და და ჯიპა. ამ სისტემაში ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან უკვე 5 000-მდე წიგნი არის შესული. იმის გამო, რომ ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, ყოველდღიურად ხდება 100 წიგნის შეყვანა. ასევე, აღსანიშნავია რომ ის წიგნები, რომლებიც უკვე შეყვანილია სხვა უნივერსიტეტების მიერ, ჩვენ აღარ მოგვიწევს მისი ხელახლა დადება კატალოგში“ - განმარტა გიორგი ჭიჭინაძემ.

საინტერესო სიახლე არის, რადგან სულ პრობლემა იყო ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობა. თუ სხვას ჰქონდა გატანილი, უნდა მოგვეცადა, სანამ ის წაიკითხავდა“, - აღნიშნავენ უნივერსიტეტის სტუდენტები.

ელექტრონული ბიბლიოთეკის მომხმარებელი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ონლაინ რეჯიმში უნდა დარეგისტრირდეს, რის შემდეგაც მას მიეცემა საშუალება აღნიშნული სისტემით ისარგებლოს. საქართველოში უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში ელექტრონული სისტემა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაინერგა. უშუალოდ, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ამ პროგრამაში გასული წლიდან ჩაერთო.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment