Monday, March 5, 2012

სოციალურად დაუცველი ოჯახი ფულად დახმარებას ვერ მიიღებს

სოციალური მომსახურების სააგენტომ ქუთაისში მცხოვრები ელენა მინაშვილის საქმის შესწავლა დაასრულა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის პრობლემაზე სააგენტომ `ახალი გაზეთისგან~ შეიტყო. http://akhali-gazeti.blogspot.com/2012/02/blog-post_28.html?spref=fb

სტატიის `სოციალურად დაუცველი ოჯახი კუთვნილ დახმარებას ვერ იღებს~ გამოქვეყნების შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალში პრობლემის შესწავლა დაიწყეს. საუბარი ეხება კუთვნილი ფულადი დახმარების ვერ მიღებას, რომელსაც მინაშვილი დღემდე უშედეგოდ ითხოვს.

ელენა მინაშვილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიაში 2006 წელს დარეგისტრირდა. თავდაპირველად, მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 49 650- შეადგენდა, რის საფუძველზე მინაშვილების ოჯახს როგორც ფულადი დახმარება, ასევე, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი ეკუთვნოდა. ელენე მინაშვილი აცხადებს, რომ პროგრამაში დარეგისტრირების მიუხედავად, კუთვნილიფულადი დახმარება დღემდე არ მიუღია.

ელენე ნაშვილის საქმის შესწავლის შედეგად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ 2006 წელს (როდესაც მოსახლეობაში თავდაპირველი აღწერა ჩატარდა) სოციალური დახმარება ვერავინ მიიღო, რადგან დახმარების დანიშვნის პროცედურა მაშინ დაწესებული არ იყო. როდესაც დაწესდა ეს პროცედურა, დეკლარაციის შევსების სახით, ისევ ჩატარდა მოსახლეობაში აღწერა. სწორედ გადამოწმების საფუძველზე მინიჭებული ქულების მიხედვით გაიცა შესაბამისი სოციალური დახმარებები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის უფროსის მოადგილემ ლიკა ჭიღლაძემ განაცხადა, რომ 2006 წლის 19 თებერვლის აღწერის შედეგად მინაშვილებს მიენიჭა 49 650 ქულა. ამის მიხედვით ელენა მინაშვილს ეკუთვნოდა სოციალური ფულადი დახმარება, მაგრამ დანიშვნის პროცედურის არარსებობის გამო მან კუთვნილი დახმარება ვერ მიიღო. 2007 წლის თებერვალს, ხელმორედ ჩატარებული აღწერის შედეგად, ელენა მინაშვილს 67 650 ქულა მიენიჭა, რაც მისთვის ფულადი დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა. ამ ქულების საფუძველზე მან მიიღო მხოლოდ სამედიცინო დაზღვევის პოლისი, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის უფროსის მოადგილემ ნინო ჭიღლაძემ.

სანტოში განმარტავენ, რომ ელენა მინაშვილს უფლება აქვს ისევ შეიტანოს განაცხადი სოციალური დახმარების მოთხოვნით. შესაბამისი ქულების მინიჭების შემთხვევაში, ოჯახი სოციალური დახმარების მიღებას შეძლებს.

ნინო გულუა

No comments:

Post a Comment