Wednesday, March 28, 2012

ნადგურდება თუ არა ხეები ქუთაისში?



„ჯემალ ქარჩხაძის საზოგადოების“ ხელმძღვანელი ქუთაისის ხელისუფლებას ქალაქში ხეების მიზანმიმართულად გაჩეხვაში ადანაშაულებს. მედეა ჩოგოვაძის თქმით, მცენარეთა განადგურებით ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ზიანს აყენებენ. ჩოგოვაძის მიერ დღეს საკრებულოს სხდომაზე გამოთქმული პრეტენზიები, ქალაქში მიმდინარე ხეების გადაბელვის პროგრამას უკავშირდება.

„მოსახლეობისთვის არავის უკითხავს. გადაწყვეტილებას თვითნებურად იღებენ, ისევე, როგორც ეს აღმაშენებლის ხეივანში 300 ძირი პალმის დარგვის შემთხვევაში მოხდა. ამ შედეგებს მალე მოვიმკით. ხეების მოჭრა - ეს არის ქალაქის შურაცჰყოფა და გრემოს არ დაცვა,“ -აღნიშნა მედეა ჩოგოვაძემ.

მედეა ჩოგოვაძემ დღეს, საკრებულოს მე-20 სხდომაზე, ასევე, წარადგინა აკ. წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის რამაზ კილაძის განხაცდება. „ქალაქში ჭადრების გასხვლა-ფორმირება მიმდინარეობს ყოველგვარი აგროტექნიკური ღონისძიებების უგულებელყოფით. ეს სავალალოდ იმოქმედებს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ისინი 10-15 წელიწადში დაიწყებენ ხმობას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ქუთაისის საკრებლოს თავჯდომარის ამირან ხვადაგიანის თქმით, ჩოგოვაძის გამოსვლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მოსაზრებაა. „ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. ყველა მოსაზრებას ვერ გავითვალისწინებთ. ყოველდღე მოგვმართავს მოსახლეობა ხეების გადაბელვის შესახებ“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მიმდინარე წლს ქუთაისის ბიუჯეტში ხეების გადაბელვის პროგრამაზე სულ 50 000 ლარიგამოყოფილი. ჭავჭავაძის გამზირზე გადაბელვის სამუშაოები უკვე დასრულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჭადრების გასხვლა-ფორმირება შპს „ფილემ“ 14 000 ლარად უზრუნველყო.

თეო ხარაბაძე

No comments:

Post a Comment