Monday, March 19, 2012

„რესპუბლიკელებს“ ქუთაიში ამ წუთებშიც კითხავენ


„რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ორი წევრი ამ დროისათვის ქუთაისის კონტროლის პალატაში იმყოფება დაკითხვაზე. თეონა ქათამაძე და ნანა გოდუაძე კონტროლის პალატაში ადვოკატებთან ერთად გამოცხადნენ.

„ნანა გოდუაძეს უწყება სახლში 13 მარტს მოუვიდა, ხოლო თეონა ქათამაძეს - 11 მარტს. თუმცა იმის გამო, რომ ერთი თბილისში იყო და მეორე ავად იყო, კონტროლის პალატაში ვერ გამოცხადდნენ. მაგრამ, ჩვენ ვართ კანონმორჩილნი. ამ ადამიანებმა წერილობით მიმართეს კონტროლის პალატას, თუ რასთან დაკავშირებით იბარებდნენ კონტროლის პალატაში და რა ბრალდებებს უყენებდნენ. მაგრამ მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ამის შემდეგ მათ თავიდან მიიღეს უწყება, რომ დაუყონებლივ გამოცხადებულიყვნენ კონტროლის პალატაში“, - განმარტავს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment