ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ასებულ ობიექტებს, რეაბილიტაციის შედეგად, ერთი სართული დაემატება. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ერთი სართულის დაშენების შემდეგ, შესაძლოა იქ სახელმწიფო უწყებები განთავსდეს.
7 შენობის რეკონსტრუქცია, რომლებიც კერძო საკუთრებაშია, უკვე დაწყებულია და ის ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს. ერთი სართულის დამატების გარდა, შენობებზე ფასადების მოწყობა და საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები უნდა გახორციელდეს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 300 000 ლარი არის გათვალისწინებული.
„რაც გაკეთდა და რაც გაკეთდება იმ ფართების მესაკუთრე ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ეს ფართები სახელმწიფო უწყებებისთვის იქნეს გამოყენებული ან საინტერესო წინადადების შემთხვევაში ისინი უცხოელ ინვესტორებს მივყიდოთ“, - ამბობს ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment