ქუთაისის კონტროლის პალატაში 3 საათზე მეტია „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრს ნანა გოდუაძეს კითხავენ. ის დაკითხვაზე 16:30 საათზე შევიდა და ამ დრომდე არ გამოსულა.
დღეს კონტროლის პალატაში რესპუბლიკელთა კიდევ ერთი წევრი უკვე დაიკითხა. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი თეონა ქათამაძე ამბობს, რომ მის მიერ არასასურველი პასუხების მოსმენის დროს მწყობრიდან გამოდიოდნენ.
„მეკითხებოდნენ, პარტიაში ჩემი ნებით მივედი თუ მამიდაჩემმა, ნატო ქათამაძემ დამავალა ამის გაკეთება. გარდა ამისა, აინტერესებდათ სად ცხოვრობენ ჩემი მშობლები, მამაჩემს რა შემოსავალი აქვს, პარტიისთვის თუ გადამირიცხავს თანხა, ან მათ თუ გადმოურიცხავთ ჩემთვის? პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გაზეთებს ჩემი ნებით ვარიგებ თუ ვინმე მაიძულებს ამის გაკეთებას?. მათთვის მისაღებ პასუხებს რომ არ ვცემდი, ვინც მკითხავდა, წყობიდან გამოვიდა და ყვირილი დაიწყო, რაზეც ადვოკატისგან შენიშვნა მიიღო,“ - ამბობს თეონა ქათამაძე.
აღსანიშნავია, რომ თეონა ქათამაძე 17 მარტს შსს ქუთაისის სამმართველოში იმყოფებოდა, სადაც გამომძიებელმა კონტროლის პალატაში გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება ჩამოართვა. ქათამაძის გარდა მაკონტროლებელ უწყებაში გამოცხადების შესახებ განკარგულება კიდევ ორმა რესპუბლიკელმა მიღო.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment