Tuesday, March 20, 2012

„შეყვარებული ყავდა და ოჯახში მასთან ურთიერთობას უშლიდნენ“


ქუთაისში მცხოვრები 21 წლის თორნიკე ჯიშკარიანის გადაცვალების ფაქტს მეზობლები სხვადასხვა ვერსიებს უკავშირებენ.

„ამბობენ თავი მოიკლაო, თუმცა ადგილზე თვითმკვლელობის იარაღი ვერაფერი იპოვეს. თუ თავი მოიკლა, იქ რამე ხომ უნდა ყოფილიყო?. შეყვარებული ყავდა და ოჯახში მასთან ურთიერთობას უშლიდნენ. 3 შვილიანი ქალი იყო მისი შეყვარებული და ამის გამო. ორი დღის წინ სახლში ამაზე იკამათა და გულმოსული გავიდა გარეთ. მერე გარდაცვლილი ნახეს,“ - გვიყვება მეზობელი ნათელა დევიძე.

ქუთაისში მცხოვრები 21 წლის ახალგაზრდა საკუთარი ბინის სარდაფში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. ნიკეას №76-ში მცხოვრები თორნიკე ჯიშკარიანი 2 დღის წინ გაუჩინარდა. დღეს ის სარდაფში შემთხვევით მეგობრებმა აღმოაჩინეს.

ჯერჯერობით უცნობია, 21 წლის თორნიკე ჯიშკარიანის გარდაცვალების ზუსტი გარემოებები. ადგილზე მკვლელობის ვერსიასაც განიხილავენ.

გარდაცვლილის ძმა აცხადებს, რომ მან ზუსტი მიზეზი იცის, თუ რის გამო გარდაიცვალა მისი ძმა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

„ჩემზე უკეთ არავინ იცის რა მოხდა. მაგრამ არაფერს გეტყვით. შეგიძლიათ პოლიციაში მოიძიოთ. აქ მეზობლებამა არაფერი არ იციან სიმართლე. მე არ მინდა საუბარი,“ - გვითხრა გარდაცვლილის ძმამ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სოფო ბობოხიძე

No comments:

Post a Comment