„მიმდინარე წლის ზაფხულზე გამოცხადდება ვაკანსია პარლამენტის აპარატში. სადაც დაახლოებით 250-დან 300-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმდება,“ - ეს განცხადება გააკეთა ამ წუთებში ქუთაისში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც ოპერის თეატრში ადგილობრივ სტუდენტებს ხვდება.
ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში ამოქმედების შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ პარლამენტში, რომლის შემდეგაც წარმატებული ახალგაზრდები დასაქმდებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისის ოპერის თეატრში, დღეს 13:20 საათისთვის მივიდა. მის დასახვედრად მობილიზებულნი იყვნენ სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები და ადგილიბრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ოპერის თეატრში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, ოპერის თეატრიდან დავით ბაქარაძე დ. კაკაბაძის გალერიაში გადაინაცვებს. სადაც გამოფენას დაათვალიერებს. შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება. სავარაუდოდ, პარლამენტის ბაქრაძე მშენებარე პარლამენტსაც დაათვალიერებს.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment