ქუთაისში მცხოვრები მამა-შვილი - ბექა და ბონდო ფერცულიანები ამ დრომდე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში განაგრძობენ მკურნალობას. გუშინდელი ოპერაციის შემდეგ მათი მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტები სტაციონალურ მკურნალობას საჭიროებენ.
მამა-შვილი ფერცულიანები, მედიცინის ეროვნულ ცენტრში გუშინ, მათ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაიყვანეს. შემთხვევა ქუთაისში, ნუცუბიძის №-5-ში მოხდა. ინციდენტის შემდეგ საპატრულო პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად მამა-შვილი დაიჭრა.
თვითმხილველთა თქმით, პოლიციას დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართეს, როდესაც 26 წლის ბექა ფერცულიანმა მშობლებს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. მეზობლები ამბობენ, რომ ბექა ფერცულიანი ფსიქიკურად დაავადებულია და ნებისმიერ მომენტში შეეძლო ჩხუბი დაწყო. ამჯერად ის სიკვდილით მშობლებს ემუქრებოდა.
თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ ფერცულიანის ვაჟმა სამმართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. რის გამო, პოლიციელმა ჯერ ჰაერში გაისროლა. ამის შემდეგ პოლიციელის მხრიდან მეორო გასროლ მოხდა. რა დროსაც ბექა ფერცულიანს მამა - ბონდო ფერცულიანი გადაეფარა, თუმცა ორივე დაიჭრა.
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ბონდო ფერცულიანს ტყვია ფილტვთან ქონდა მოხვედრილი, რის გამოც რთული ოპერაცია ჩატარა. ბექა ფერცულიანი კი ბარძაყის არეში იყო დაჭრილი. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
„ბონდო ფერცულიანს მთელი საქართველო იცნობს. მისგან კარგის მეტი არაფრი გვახსოვს. ჩემს მაღაზიაში ხშირად დადის,“ - ამბობს ნუცუბიძის ქუჩაძე მდებარე მაღაზიის გამყიდველი რეზო ბოჭორიშვილი.
მეზობების თქმით, ბექა ფერცულიანს იშვიათად ხედავდნენ. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ის ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ბონდო ფერცულიანი კი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია. ის ქუთაისის №1 ბავშვთა პოლიკლინიკაში მუშაობს.
„ახალი გაზეთი“
No comments:
Post a Comment