Wednesday, March 7, 2012

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა გათავისუფლებას უარყოფს

პოლიტიკურ კოალიციაქართულ ოცნებასთანთანამშრომლობის მიზეზით ქუთაისში, ლექტორების უნვერსიტეტიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით (http://akhali-gazeti.blogspot.com/2012/03/blog-post_4246.html?spref=fb) კომენტარს აკეთებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე.

უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, გია ქობალიანი და ომარ ნიშნიანიძეასწავლებლიდან არავის გაუშვია. ისინი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთა სიაში ირიცხებიან. როგორც ღავთაძე ამბობს, მათ მსგავსად, ამ ეტაპზე უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკლტეტებიდან 5 ლექტორი იმყოფება აკადემიურ შვებულებაში.

ამ ხალხის აკადემიურ შვებულებაში ყოფნა სახელმძღვანელოების გამოცემას უკავშირდება. მომავალი ეტაპისათვის სხვა ლექტორები გავლენ შვებულებაში. ხალხი მოდის და ამისთვის მადლობას მეუბნება. ეს არის მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ეს ხალხი არავის გაუშვია სასწავლებლიდან. ამით ავტომატურად იხსნება სხვა კითხვები დღის წესრიგიდან,“ - ამბობს გიორგი ღავთაძე.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment