Friday, March 23, 2012

ტუბერკულოზის დღეს დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი გზის~ ქუთაისის ოფისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ტუბერკულოზისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო. ,,შევეცადეთ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ გაგვემახვილებინა ამ პრობლემისადმი. Aასევე, მიგვეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისთვის მისი პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის შესახებ,~ - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი გზისხელმძღვანელმა დალი ურუშაძემ.

შეხვედრას ძირითადად ახალგაზრდები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,: ,,ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს შეხვედრა, რადგან ჩვენი ასაკის ახალგაზრდებში აუცილებელია გავავრცელოთ ეს ინფორმაცია,~ - აღნიშნა ხატია კიკვიძემ.

საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობა 1995 წლიდან უფასოა. ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაავადებებზე საეჭვო ნიშნების მქონე, აგრეთვე ტუბერკულოზით დაავადებულ პირებთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პროგრამა ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობისა და პროფილაქტიკის ხარჯებს აფინანსებს.

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ყოველ 24 მარტს აღნიშნავს.

ხათუნა მაისურაძე

No comments:

Post a Comment