სტუდნტური დასაქმების საზაფხულო პროგრამაში რეგისტრაცია ხარვეზებით დაიწყო. მსურველთა როდენობის მაღალი მაჩვენებლის გამო ვებ-გვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში დასაქმების მსურვლეთათვის მიუწვდომელი იყო. აღნიშნულის გამო, გუშინ, სტუდენტები მთელი ღამის განმავლობაში სოციალურ ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
სტუდენტებმა ვებ-გვერდზე რეგისტრაცია 20 მარტს 12:00 სათიდან დაიწყეს. ოფიციალური ინფორმაცით რეგისტრაცია სწორედ 20 მარტს, 10:00 საათიდან, დასწრების პრინციპით, ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge უნდა მომხდარიყო.
სტუდენტური დასაქმების საზაფხულო პროგრამის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განამრტებული იყო, რომ რეგისტრაცია 20 მარტს 9:00 საათზე დაიწყებოდა. თუმცა იყვნე ისეთებიც, რომლებმაც დარეგისტრირება გვიან ღამითვე მოახერხეს. ამ დროისთვის დასაქმების პროგრამის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს.
„სტუდენტთა დასაქმების პროგრმა საზაფხულო არდადეგებზე“ (summer job) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტია, რომელიც ბაკალვრიატის სტუდენტრებს ერთთვიან სამუშაოს აძლევს. 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე მათ საშუალება აქვთ სხვადასხვა სფეროებში დასაქმდნენ. ანაზღაურება 500 ლარს შეადდენს.
პროგრამაში მონაწილეობის მიიღება იმ უმაღლესი სასწავლებლებიის ბაკალავრებს შეუძლიათ, რომელთაც ავტორიზაცია აქვთ გავლილი.
თეო ხარაბაძე
No comments:
Post a Comment