ქუთაისში უამინდობის შედეგად დაზიანებეული გზების შეკეთება მიმდინარეობს. გზების ე.წ. ორმოული შეკეთება რამდენიმე ქუჩაზე (დ. აღმაშენებლის, წერეთლის, რუსთაველის, ჭავჭავაძისა და გორის ქუჩებზე) ხორციელდება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „დაგი+“ ასრულბს. კომპანიამ აღნიშნულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა ტენდერის შედეგად აიღო. დაზიანებული გზების შესაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.
„უკვე ერთი კვირაა ორმოული სამუშაოები დავიწყეთ. ჯერ ვწმინდავთ და ვასუფთავებთ დაზიანებულ ადგილებს და შემდეგ მოხდება აღდგენა“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა კობა ვაშაყმაძე.
„წელს მკაცრი ზამთარი იყო, სულ თოვლი გვქონდა. გზებზე ხდებოდა ტექნიკური მარილის დაყრა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყვანა, რის გამოც დაზიანდა გზები,“ – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
ქუთაისის ქუჩებში მიმდინარე გზების ორმული შეკეთების გამო, გართულებულია ტრანსპორტით გადაადგილება. მსგავსი მდგომარეობა ქუთაისის გზებზე კიდევ ორ თვეს გაგრძელდება. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ სამუშაოები გაზაფხულის ბოლოს, დაახლოებით 26 მაისისთვის დასრულდება.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment