Monday, March 19, 2012

ტრამვაი - მალე ქუთაისში


ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში, ქუ­თა­­სის სტრა­ტე­გი­­ლი გან­ვი­თა­რებისათ­ვის გაჟღე­რებულ თე­მებში, რო­გორც ირ­კვე­ვა ერთ-ერთ სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვად ელექ­ტრო ტრან­სპორ­ტის - ტრამ­ვა­ის და­ნერ­გვა გა­ნიხილება.

საქ­მე ის არის, რომ 2011 წელს ქუ­თა­­სის ად­გი­ლობრივ­მა თვით­მმარ­თვე­ლობამ ხელი მო­­წე­რა „მე­რების კონ­ვენ­ცი­ას". დო­კუ­მენ­ტის თა­ნახმად, ევ­რო­კავ­ში­რის შე­მა­ვალ ქვეყნებთან ერ­თად, ქა­ლა­ქების ეკო­ლო­გი­­რად დაც­ვის საქ­მე­ში, ვალ­დებულება ქუ­თა­ის­მაც იკის­რა. ქუ­თა­­სის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან „მე­რების კონ­ვენ­ცი­ას" კი­დევ ორი ქა­ლა­ქი: თბილი­სი და რუს­თა­ვი შე­­ერ­თდა.

„ა­ვი­ღეთ ვალ­დებულება, რომ 2020 წლი­სათ­ვის გარ­კვე­ულ პრო­ცენ­ტულ ზღვარ­ზე შე­ვამ­ცი­როთ (CO2) გა­მო­ნაბოლ­ქვი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის მას­შტაბით," -ამბობს ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და სტრა­ტე­გი­­ლი გან­ვი­თა­რების სა­ქა­ლა­ქო სამ­სახურის უფ­რო­სი მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლი.

ეკო­ლო­გი­­რად არა­სა­სურ­ვე­ლი გა­მო­ნაბოლ­ქვი, ძი­რი­თა­დად სხვა­დასხვა საწ­ვავ ნივ­თი­­რებაზე მო­მუ­შა­ვე ძრა­ვი­­ნი მან­ქა­ნების მომ­რავ­ლების შე­დე­გი­ა. რის გა­მოც, ბინ­ძურ­დება გა­რე­მო და ასე­ვე, უქ­მნის მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრთხეს. მსგავ­სი პრობლე­მების თა­ვი­დან აცი­ლების მი­ზნით, ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში (დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, კა­ნა­და­ში, საფ­რან­გეთ­სა და სხვა მრა­ვალ გან­ვი­თა­რებულ ქვეყნებსა, თუ ქა­ლა­ქებში) ელექ­ტრო ტრან­სპორ­ტი ყვე­ლა­ზე უსაფრთხო ტრან­სპორ­ტის სახეობად მი­იჩ­ნე­ვა.

ელექ­ტრო ტრან­სპორ­ტის ერთ-ერ­თი გავ­რცე­ლებული და პო­პუ­ლა­რუ­ლი სახეობა ტრამ­ვა­­ა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად XIX სა­­კუ­ნის პირ­ველ ნახევარ­ში გერ­მა­ნი­ში გა­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი ტრამ­ვაი 1879 წელს ვ. ფონ სი­მენ­სმა გა­მო­­გო­ნა.

1904 წლის 25 დე­კემბერს ელექ­ტრო ტრამ­ვა­ის პირ­ვე­ლი ხაზი თბილის­შიც ამოქ­მედ­და.

ტრამ­ვა­ი, რო­გორც ახალი აღ­მო­ჩე­ნა, სხვა­დასხვა საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მობილების, ავ­ტობუსებისა, თუ სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­­ლებების კონ­კუ­რენ­ცი­ის ფონ­ზე სწრა­ფად და­იჩ­რდი­ლა. მა­სობრი­ვი ავ­ტო­მობილი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, გან­ვი­თა­რების სხვა­დასხვა ეტაპ­ზე მყოფი ტრამ­ვაი ევ­რო­პე­ლებმა მა­ლე გა­­უქ­მეს. რად­გან სა­ზო­გა­დოებამ უფ­რო კომ­პაქ­ტუ­რი, მო­სახერხებელი და მცი­რე ზო­მის სამ­გზავ­რო ტრან­სპორ­ტი, თუ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მობილი აირ­ჩი­ა.

ევ­რო­პი­სა­გან განსხვა­ვებით, ტრამ­ვა­ის გა­უქ­მება სა­ქარ­თვე­ლო­ში არ წარ­მო­ად­გენ­და მხოლოდ სა­ზო­გა­დოებრივ არ­ჩე­ვანს ელექ­ტრო და საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე ტრან­სპორ­ტებს შო­რის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრამ­ვა­ის არ­სებობისათ­ვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ხელ­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი უშუ­ქობა აღ­მოჩ­ნდა. ,,პოს­ტსაბჭო­თა სივ­რცე­ში, რო­ცა მძი­მე სო­ცი­­ლუ­რი მდგო­მა­რეობა და უშუ­ქობა იყო, რა თქმა უნ­და, ტრამ­ვაი ვერ იარ­სებებდა და ამ­გვარ­მა მდგო­მა­რეობამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექ­ტრო ტრან­სპორ­ტი ფაქ­ტი­­რად ჩაკ­ლა. თუმ­ცა, დღეს არის ამის სა­შუ­­ლებები, რომ ეს ტრან­სპორ­ტი აღ­დგეს, რო­გორც ტრო­ლეიბუსის, ასე­ვე ტრამ­ვა­ის სახით," - ამბობს მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლი.

ტრამ­ვა­ის გა­უქ­მების შემ­დეგ, მოგ­ვი­­ნებით, ევ­რო­პა­ში სა­ზო­გა­დოებამ საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე ტრან­სპორტს სი­კე­თეს­თან ერ­თად, უარყოფი­თი თვი­სებებიც მა­ლე­ვე შე­ნიშ­ნა. ნა­თე­ლი გახდა, თუ რა რო­ლი მი­უძ­ღვო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრან­სპრტის სიმ­რავ­ლეს გა­რე­მოს დაბინ­ძუ­რებასა და ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლობის ხარისხზე. შე­დე­გად, მრა­ვალ­გზის გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ გა­მოვ­ლილ­მა ტრამ­ვა­იმ საბოლო­ოდ შეძ­ლო მი­სი უპი­რა­ტე­სობის დამ­ტკი­ცება.

დღე­ის მდგო­მა­რეობით ევ­რო­პის გან­ვი­თა­რებულ ქვეყნებში ტრამ­ვა­ის ათას­გვარ, თა­ნა­მედ­რო­ვე ვერ­სი­ას ვხვდებით. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა ფაქ­ტი, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში ტრამ­ვა­ის სის­ტე­მა 22 მი­ლი­ონ ავ­ტო­მობილს ცვლის.

გა­სულ წელს თბილის­შიც, ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში კვლავ გაჟღერ­და იდეა დე­და­ქა­ლაქ­ში ტრამ­ვა­ის სის­ტე­მის ხელახალი მშე­ნებლობისათ­ვის. თბილის­ში ტრამ­ვა­ის შე­მო­ტა­ნის პრო­ექ­ტი სა­ვა­რა­­დოდ მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის უნ­და ჩა­ის­ვას.

ელექ­ტრო ტრან­სპორ­ტის შე­მო­ტა­ნის პერ­სპექ­ტი­ვა არც ქუ­თა­ისს დარ­ჩე­ნია ყურად­ღების მიღ­მა. ის მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის გან­სახორ­ცი­­ლებელ პრი­­რი­ტე­ტულ გეგ­მად სახელ­დება.

ქუ­თა­­სის მე­რი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი სამ­სახურის უფ­რო­სი მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლი ქა­ლაქ­ში ელექ­ტრო ტრან­სპორ­ტის შე­მო­ღებით მრა­ვალმხრი­ვად მომ­გებია­ნი გა­რე­მოს შექ­მნას ვა­რა­­დობს. ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლის მო­წეს­რი­გება ქუ­თა­ის­ში, სტრა­ტე­გი­­ლი გან­ვი­თა­რების გეგ­მის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი­ა.

ქუ­თა­­სის ხელი­სუფ­ლებამ უკ­ვე გამართა რამ­დე­ნი­მე სა­მუ­შაო შეხვედ­რა ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებთან, რომ­ლებიც ეკო­ლო­გი­ის გა­უმჯობესების კუთხით მუ­შაობენ. ენერ­გო­­ფექ­ტუ­რობის კუთხით გა­მო­ნაბოლ­ქვის შემ­ცი­რება, რო­მელ­საც ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნახორ­ცი­­ლებენ, იქ­ნება: მზის, ქა­რის, წყლის თუ ელექ­ტრო ენერ­გი­ის გა­მოყენებით.

სა­მო­მავ­ლო სატ­რან­სპორ­ტო პერ­სპექ­ტი­ვას თვით­მმარ­თვე­ლობამ თა­ვად უნ­და უხელ­მძღვა­ნე­ლოს და შე­ად­გი­ნოს სტრა­ტე­გი­­ლი გეგ­მა მი­სი სრულყოფი­სათ­ვის.

,,ჩვენს მი­ერ აღებული ვალ­დებულება ეკო­ლო­გი­­რი მარ­თვის სა­კითხებში საკ­მა­ოდ წო­ნა­დი­ა. ად­გი­ლობრივ­მა თვით­მარ­თვე­ლობამ უნ­და მი­­ღოს გა­დაწყვე­ტი­ლებები და მოხდეს ამ პროგ­რა­მის რო­გორც შე­მუ­შა­ვება, ასე­ვე განხორ­ცი­­ლება. შე­საბამი­სად, და­სა­სახია მიზ­ნები და ამო­ცა­ნები,­ რა­თა გა­ნი­საზ­ღვროს თუ რა და რო­გორ გა­კეთ­დეს ამ კუთხით," - ამბობს მე­რი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი სამ­სახურის უფ­რო­სი.

ქუ­თა­­სის 2012 წლის ბიუჯეტ­ში ელექ­ტრო ტრან­სპორ­ტი­სათ­ვის ჯერ-ჯერობით თანხები არ არის გა­მოყოფი­ლი. თუმ­ცა, სა­ვა­რა­­დოდ, მომ­დევ­ნო წლი­სათ­ვის კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის ჩას­მა და შემ­დგომ მი­სი გან­ვი­თა­რება იგეგ­მება.

,,ა­­ცი­ლებელია მო­ვახდი­ნოთ პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნა მი­სი და­ფი­ნან­სებისათ­ვის," - ამბობს მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა მათ­გან ხელ­მო­წე­რილ „მე­რების" ხელ­შეკ­რუ­ლებას, გა­მოყოფი­ლი ფი­ნან­სებიც მიაბა. სახსრები, რომ­ლი­თაც სა­ვა­რა­­დოდ, ქუ­თა­ის­ში ეკო­ლო­გი­­რად სუფ­თა ტრან­სპორ­ტი უნ­და გან­ვი­თარ­დეს.

„ჩვენს მი­ერ განხორ­ცი­­ლებული შეხვედ­რებიდან და­­სახა რა­მო­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ნაბიჯი, რო­მელ­საც უახლო­ეს პე­რი­ოდ­ში ფრთები შე­ესხმება. იდე­ა, რომ ქუ­თა­ის­ში ტრამ­ვა­ი, ტრო­ლეიბუსი ან ეკო-ბასი გა­ცოცხლდება, არ არის რე­­ლობას მოწყვე­ტი­ლი შო­რი პერ­სპექ­ტი­ვა," - აღ­ნიშ­ნავს მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლი. ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში აცხადებენ, რომ ელექ­ტრო ტრან­სპორ­ტით მგზავ­რობის ღი­რებულება უფ­რო ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნება სა­ზო­გა­დოებისათ­ვის.

ქუ­თა­ის­ში გა­მო­კითხული მო­სახლეობის უმ­რავ­ლე­სობა ელექ­ტრო ტრან­სპორ­ტის შე­მო­ღების იდე­ას კე­თილ­განწყობით ხვდება. ,,ა­მა­ში სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა უნ­და მქონ­დეს, თუ ია­ფი ღი­რებულების ტრან­სპორ­ტით ვიმ­გზავ­რებ და გა­რე­მოც და­ცუ­ლი იქ­ნება?" - ამბობს მე­რი ჯანე­ლი­ძე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოთ­ვლი­ლი სა­ვა­რა­­დო ხარჯები ათი ავ­ტობუსი­სა და ათი ტრამ­ვა­ის მა­გა­ლი­თით ასე გა­მოიყურება: ყოველ­დღი­­რად ათი ავ­ტობუსი დღე­ში სა­შუ­­ლოდ 578 ლიტრ საწ­ვავს მოიხმარს, რომ­ლის ხარჯი 1008 ლარს შე­ად­გენს. ხოლო 10 ტრამ­ვაი დღე­ში 2310 კი­ლო­ვატს, ანუ - 231 ლა­რის ელექ­ტრო­­ნერ­გი­ას დახარჯავს.

ანა ჯანაშია

No comments:

Post a Comment