Wednesday, March 14, 2012

„რაც აქ ხდება სერიოზულად ვნებს ამ ახალგაზრდების ფსიქიკას“


ცოტა ხნის წინ ქუთაისის კონტროლის პალატა „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. ბესიკ ჩიტორელიძე დაკითხვაზე 3 საათისა და 5 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე ამბბოს, მას ამ ხნის განმავლობაში მაგიდაზე მუშტებს ურტყამდნენ და მათთვის სასურველი პასუხების გაცემას აიძულებდნენ.

„დაკითხვაზე შესული პირების გენეალოგიას იკვლევენ. როგორც ბესომ მითხრა, 3 საათის განმავლობაში პროკურატურითა და საქმის გაფუჭებით აშინებდნენ. ეკითხებოდნენ, ვინ არიან და რას საქმიანობენ მისი მშობლები; ბანკში თუ აქვს გახსნილი ანგარიში და მასზხე რა ოდენობის თანხა ერიცხება? თუ ანგარიშზე თანხა არა აქვს, რატომ გახსნა ანგარიში. გარდა ამისა, აინტერესებთ, რა აკავშირებს მას პარტიასა და რუსეთთან?. რაც აქ ხდება სერიოზულად ვნებს ამ ახალგაზრდების ფსიქიკას. ისიც არ ვიცით, ვინ აწარმოებს მათ დაკითხვას, კონტროლის პალატის, კუდის თუ სოდის თანამშრომლები,“ – ამბობს ნატო ქათამაძე.

კონტროლის პალატაში დაკითხვაზე დღეს რესპუბლიკელთა ახალგაზრდული ფრთის 6 წარმოამდგენელი იმყოფებოდა. ამ წუთებში კიდევ ერთი მათგანის, თეონა ჩოგოვაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment