Wednesday, March 21, 2012

სასწავლო ვიზიტი სემეკში


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისისამ ქუთაისში დღეს რიგით მესამე სასწავლო ვიზიტს უმასპინძლა. სასწავლო ვიზიტებს კომისია ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს, სადაც იმერეთის რეგიონის მასშტაბით 125 საჯარო სკოლაა ჩართული. პროგრამას ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი ახორციელებს. მისი მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში დაეხმაროს.

სკოლების გარდა, კომისია, ასევე, თანამშრომლობს რამდენიმე უნივერსიტეტთან და უზრუნველყოფს მომავალი თაობის გადამზადებას კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებში.

სემეკში დღეს გამართულ სასწავლო ვიზიტზე სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები კომპანიის ფუნქციებისა და რეგულირების შესახებ. შეკითხვებზე პასუხები მარეგულირებელი კომპანიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა გასცა.

,,მარეგულირებელ კომისიასა და ბავშვებს შორის შეხვედრა მათივე სურვილის თანახმად ხორციელდება. ისინი ზოგადად ეცნობიან მარეგულირებელი კომისიის ფუნქციას, აქვთ შეკითხვები, რაზეც ღებულობენ ამომწურავ პასუხებს. დაინრტერსება საკმაოდ დიდია მათი მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის სასწავლო ვიზიტებით ხელს შევუწყობთ მომავალი ენერგეტიკოსების აღზრდას,“ - ამბობს გურამ ჩალაგაშვილი.

კმაყოფილება გამოთქვეს სასწავლო ვიზიტზე დამსწრე მოსწავლეებმაც. ,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასეთი შეხვედრები, რადგან უშუალო კონტაქტი გვაქვს კომპეტენტურ და კვალიფიციურ ადამიანებთან. კითხვებზე რომელიც ჩვენთვის საინტერესოა, ამომწურავ პასუხებს ვისმენთ. ნამდვილად მისასალმებელია ასეთი ვიზიტები. ვფიქრობ ეს გამოიწვევს უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას ამ სფეროში. ეს როგორც ქვეყნისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება,“ - ამბობს სასწავლო ვიზიტის დამსწრე, მოსწავლე შაკო ჩიხლაძე.

შეხვედრის დასასრულს მოსაწავლეებისათვის სხცა სასარგებლო ინფორმაციაც გაჟღერდა. დაპირების თანახმად, მიმდინარე წლის ზაფხულში წარმატებული მოსაწავლეები სემეკში 2 კვირიან სტაჟირებას გაივლიან.

ანა ჯანაშია

No comments:

Post a Comment