Tuesday, March 6, 2012

პატრულის მხრიდან დაჭრილ ფერცულიანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება


ამ წუთებში ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში ბექა ფერცულიანს ოპერაციას უკეთებენ. ის საპატრულო პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად დაიჭრა.

ინციდენტი დღეს ქუთაისში ნუცუბიძის #5-ში მცხოვრებ ფერცულიანების ოჯახში მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნუცუბიძის #5-ში მცხოვრებმა ბონდო ფერცულიანმა საპატურლო პოლიცია გამოიძახა, რადგან შვილი ცივი იარაღით მოკვლით ემუქრებოდა.

საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ ფერცულიანის ვაჟმა სამმართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. საპატრულო პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად ბონდო ფერცულიანის ვაჟი დაიჭრა, ხოლო .. რიკოშეტით თავად ბონდო ფერცულიანიც დაშავდა.

ორივე ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში იქნა გადაყვანილი.

`ამ დროისთვის შვილს უკეთებენ ოპერაციას. მოგვიანებით მამასაც გაუკეთებენ. თუმცა ვერ გეტყვით როდის. მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს და სასწრაფოდ საოპერაციოში წაიყვანეს. ვერ გეტყვით სხეულის რა დაზინები ქონდათ~,- განმარტავენ ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრის მისაებში.

მომხდარ ფაქტთა დაკავშირებით, შსს- ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა განმარტება უკვე გააკეთა. როგორც ხიზანიშვილმა "ინტერპრესნიუს" განუცხადა: ბექა ფერცულიანი, აგრესიულად იყო განწყობილი, მშობლებსა და მეზობლებს შუშის ქილებს ესროდა. მას ხელში ჰქონდა დანა. იგი ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ, ახალგაზრდამ აგრესია პოლიცილებზე გადაიტანა, რის გამოც პოლიციის თანამშრომელმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. ამ დროს ახალგაზრდამ პოლიციელი დანით დაჭრა. ამის შემდეგ კი, პოლიციის თანამშრომელმა მეორედ გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს, როგორც თავად ახალგაზრდამ, ისე მისმა მამამ, ბონო ფერცულიანმა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი".

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment