Saturday, March 3, 2012

ერთჯერადი დახმარება დედის დღეს


დედის დღე მიულოცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და მრავალშვილიან დედებს ქუთაისში. იმერეთის გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა 29 ქალბატობს საყოფაცხოვერბო ტექნიკა და 100 ლარის ოდენობით ფულადი დახმარება გადასცეს.

„ვცდილობთ მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ამ ადამიანებს. ჩვენი მხრიდან ეს არის სიმბოლური ჟესტი. მინდა ყველა დედას მივულოცო დღევანდელი დღე,“ - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარია.

„მადლობის მეტი რა გვეთქმის. კარგია თუ გავახსენდით“, - აღნიშნა მანანა ნიშნიანიძემ.

დედის დღისადმი მიძღვნილი ანალოგიური ღონისძიება იმერეთის სხვადასხვა რაიონებშიც გაიმართა.

თეო ხარაბაძე

No comments:

Post a Comment