Friday, March 23, 2012

მასწავლებელთა სახლი ქუთაისში


„ქუთაისის მასწავლებელთა სახლი ეს იქნება უმნიშვნელოვანესი რესურსი ყველა მასწავლებლისათვის,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელმაც დღეს ქუთაისში მასწავლებელთა სახლი გახსნა. მასწავლებეთა სახლმა ბინა ქუთაისში, ნიკეაზე მდებარე ჟვანიას სკოლის შენობაში დაიდო.

დიმიტრი შაშკინის თქმით, მასწავლებელთა სახლში ყველა პირობა არის იმისთვის, რომ პედაგოგებმა კვალიფიკაციის ამაღლება და სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მზადება შეძლონ. როგორც ირკვევა, ცენტრი ყოველდღე, დასვენების გარეშე იმუშავებს. დაწესებულება დღის განმავლობაში 200-მდე პედაგოგს მოამზადებს. მასწავლებელთა სახლის მომსახურებით სარგებლობა როგორც ქუთაისში, ისე რეგიონში მომუშავე პედაგოგებს ექნებათ. პედაგოგების კვალიფიციურობის ამაღლებაზე ადგილობრივთან ერთად, თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტებიც იზრუნებენ.

„თუ ამ დრომდე კომპიუტერის საშუალებით ვახორციელებდით სიახლეების მოძიებას, ახლა საშუალება გვეძლევა აქ მოვიდეთ და ადგილზე მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია,“ - ამბობს ქუთაისში მომუშავე პედაგოგი ხათუნა ფუტკარაძე.

მომავალში მასწავლებლის სახლის გახსნა ზუგდიდში, ბათუმსა და ახლციხეშიც იგეგმება.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment