3 მარტს ქუთაისში, `თიბისი ბანკის ბიზნეს ცენტრში~ ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენათა კვირეული გაიხსნა. დღეს დამთვალიერებელთა ფართო სპექტრმა 8 ქუთაისელი მხატვრის სხვადასხვა სტილსა და მასალაში შესრულებული 30-მდე ნამუშევარი იხილა. კვირეული 7 მარტს დაიხურება.
მანამდე კი გამოფენათა კვირეულს 6 მხატვრის პერსონალური გამოფენები გააგრძელებს. `ქალი მხატვრების გამოფენათა კვირეულის გამართვა მყარ ტრადიციას წარმოადგენდა თბილისში,Gგასული საუკუნის 80-იან წლებში. ვცდილობთ ამ ტრადიციის აღდგენას ქუთაისში. წარმოდგენილ მხატვართა უმეტესობა პროფესიონალია. ერთი აღმოჩენა გავაკეთეთ - პროფესიით ჟურნლისტის ლია უკლებას ნამუშევრები გამოიფინა პირველად~, - განაცხადა ქალაქის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ვიკა ჩოგოვაძემ.
დედის დღესთან დაკავშირებით გამოფენაზე კულტურაში მოღვაწე 30 დედა დააჯილდოვეს ფასიანი საჩუქრებით. ხსენებული დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას მიულოცა მუსიკოსმა ლაშა ღლონტმა. მან რამოდენიმე კომპოზიცია შეასრულა.
გამოფენათა კვირეული მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება.
ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment