ქუთაისის ცენტრში არსებულ ობიექტებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზარალებულ კერძო მესაკუთრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ - ამის შესახებ დღეს ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ სამუშაოების დათვალიერების დროს განაცხდა. თევდორაძემ ქუთაისის ცენტრში არსებულ ობიექტებზე მიმდინარე სარეაბლიტაციო სამუშაოები მხარის გუბერნატორთან – ლაშა მაქაცარიასთან და თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად მოინახულა.
„ზარალი რომელიც მესაკუთრეს მიადგება ანაზღაურდება ან ჩვენს მიერ ან სამუშაოების შემსრულებლი ფირმის მიერ,“ - აღნიშნა გიორგი თევდორაძემ.
„ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, ქალაქის ცენტრში რამდენიმე სახლის ფასადი შეიცვლება თავიდან ბოლომდე. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება ოდნავი შეფერხებები იყოს და ამისთვის მინდა მოსახლეობას წინასწარ მოვუხადო ბოდიში. საბოლოო ჯამში, ზაფხულის ბოლოთვის ქუთაისი დაიბრუნებს ძველ იერ-სახეს“, - განაცხდა ლაშა მაქაცარიამ.
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში არსებული ობიექტების (7 შენობა) რეაბილიტაცია ფასადების მოწყობასთან ერთად, საძირკვლის გამაგრებით სამუშაოებს ითვალისწინებს. ასევე, შენობებზე მოხდება ერთი სართულის დამატება.
შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯტიდან 2 მილიონ 300 000 ლარია გამოყოფილი.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment