ამ წუთებში ქუთაისში სამართალდამცველები ბომბს ეძებენ. ბომბის სავარაუდო ადგილსამყოფელი რუსთაველის ხიდისა და წითელი ხიდის დამაკავშირებელი ტერიტორიაა. შემთხვევის ადგილზე აღნიშნავენ, რომ ტერიტორიაზე ჩემოდანი იპოვეს, რომელშიც სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება უნდა იყოს.
აღნიშნული ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პატრულისა და კრიმინალური პოლიციისა მანქანები.
„ახალი გაზეთი“
No comments:
Post a Comment