ზესტაფონში კონტროლის პალატის უწყება „რესპუბლიკური პარტიის“ 8 წევრმა მიიღო. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათი რიცხვის გაზრდას კიდევ ვარაუდობენ.
დღეს დილიდან კითხავენ „რესპუბლიკური პარტიის“ ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ტარიელ რობაქიძეს. დაკითხვა მუნიციპალიტეტის შენობაში მიმდინარეობს. შენობაში მობილიზებულნი არიან ძალოვნები. რომელთაც კორდონი აქვთ გაკეთებული და უცხო პირებს შენობაში არ უშვებენ. ქუთაისიდან ზესტაფონში რესპუბლიკელთა დასაცავად საიას იურისტები წავიდნენ.
ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებიან კომიტეტის წევრებიც. „რაც ხდება ეს ნამდვილად ამაზრზენია. იქ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა. მე ტელეფონის საშუალებით, ქუთაისიდან ვკონტაქტობ მათთან, თუმცა ვითარების კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში, ადგილზე ჩავალ,“ - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე.
No comments:
Post a Comment