Thursday, March 1, 2012

პირადი ინიციატვები ხიდის რეაბილიტაციისთვის (?!)


ქუთაისში, გზაგამტარ ხიდზე (ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთასთან) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში არაფერი იციან. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ინიციატორისა თუ შემსრულებელი კომპანიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

„ახალი გაზეთის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხიდის ნაპირა კედლების სარემონტო სამუშაოებს ,,თეგეტა ჯგუფი“ ახორციელებს. ,,თეგეტა ჯგუფის“ დირექტორი თენგიზ გვანცელაძე ამბობს, რომ: ,,ამ სამუშაოს შესრულება ჩვენთვის არავის დაუვალებია. უბრალოდ ქველმოქმედების სახით, პირადი ინიციატივითა და ხარჯებით ვასრულებთ სარემონტო სამუშაოებს“.

თენგიზ გვანცელაძის თქმით ,,თეგეტა ჯგუფი“ უახლოეს პერიოდში, ასევე, სხვა საქველმოქმედო სამუშაოებსაც გეგმავს ქალაქის კეთილმოწყობისათვის. კომპანიაში აცხადებენ, რომ გზაგამტარ ხიდზე მიმდინარე სარემონტო საუშაოების დასრულება ამინდზეა დამოკიდებული.

ანა ჯანაშია

No comments:

Post a Comment