Wednesday, March 28, 2012

ქუთაისის მერია ორ ავტომობილს ყიდულობს


ქუთაისის მერია ორი მსუბუქი ავტომობილის შესაძენად ტენდერს დღეს გამოაცხადებს. მერიის ავტოპარკისთვის დამატებით ორი ავტომობილის შესაძენად გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს რიგით მე-20 სხდომაზე მიიღეს. ადგილობრივი თვითმმართველობა ავტომობილების შეძენას მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურისთვის გეგმავს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ შესაძენად 15 000 ლარია გამოყოფილი.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment