Tuesday, March 27, 2012

ზესტაფონში სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყო


ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლე შენდება. მშენებლობას საფუძველი დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, მხარის გუბერნატორთან - ლაშა მაქაცარიასთან ერთად ჩაუყარა.

სპორტის სასახლე თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. იგი კალათბურთის, ფეხბურთის და ფრენბურთის გარდა კრივისა და ჭიდაობის შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს. ზესტაფონში სპორტის სასახლის მშენებლობისთვის 1 მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი. მშენებლობა 2012 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

„ახალი გაზეთი“

No comments:

Post a Comment