Monday, September 19, 2011

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “ჰერკულესის” მუშებს პატიმრობა შეუფარდა

18 სექტემბერს, ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ჰერკულესიდან გათავისუფლებული მუშები - მალხაზ გოგიავა, ირაკლი იობიძე და ემელიანე გუმბერიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ორი მათგანი პატრულის თანამშრომლებმა ქუთაისში, ფალიაშვილის გამზირზე აიყვანეს, ხოლო ერთი მუშა - ტელმანის ქუჩაზე. დაკავებულებს ძალოვნები ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 173- მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სახელმწიფო მოხელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებულთა სასამარლო პროცესი დღეს, 19 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათისთვის გაიმართა. სასამართლომ ქარხანა ჰერკულესიდან გათავისუფლებულ მუშებს განაჩენი დღესვე გამოუტანა. თითოეულ მათგანს 10 დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქმის მასლების მიხედვით ირკვევა, რომ პოლიციამ დაკავებულები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებად მიიჩნია და შემოწმების გავლა მოსთხოვა, რაზეც ჰერკულესის მუშებმა უარი განაცხადეს. ოფიციალურად, სწორედ ეს გახდა აღნიშნული ქარხნის ყოფილი მუშების დაპატიმრების მიზეზი.

მათი სასამართლო პროცესი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე გაიმართა. საქმე ის არის, რომ დაკავებული მუშების ინტერესი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატს გიორგი ჭიქაბერიძეს უნდა დაეცვა, რომელიც პროცესის დროს სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა, თუმცა, ადვოკატის აყვანაზე უარი თავად დაკავებულებმა განაცხადეს. როგორც საია- ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი თამარ ფაჩულია ამბობს: დაკავებულ მუშებს სასამრთლო პროცესის გამრთვა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე სურდათ, ამიტომ ჩვენს იურისტს პროცესის გამართვის ზუსტ თარიღსა და დროს არ ატყობინებდნენ.

პროცესის დაწყების დრო გასაიდუმლოებული იყო მედიის წარმომადგენლებისთვისაც. პროცესის დროს, ადგილზე მხოლოდ ახალი გაზეთის ჟურნალისტი იმყოფებოდა. საქალაქო სასამართლოს შენობის შესასვლელში შეკრებილი დაკავებული მუშების ნათესავები ჟურნალისტს სთხოვდნენ, პროცესს არ დასწრებოდა, რადგან ამას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოეტანა მუშებისთვის. ერთ-ერთი დაკავებულის ირაკლი იობიძის მეგობარი გვიხსნიდა, რომ: არც მე და არც ჩემს მეგობარს არ გვინდა პროცესზე შეხვიდეთ, ამით საქმეს მხოლოდ გააფუჭებთ. ეს ზემოდან არის ნაბრძანები. ვიცით, აუცილებად დაწერთ რამეს, რაც ირაკლის და სხვა დაკავებულებს ძალოვნებთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუფუჭებს.

პროცესი დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა, რომლის დასრულბის შემდეგ, ერთ-ერთი დაკავებული მუშის - ემელიანე გუმბერიძის თქმით: იძულებულნი ვიყავით დანაშაული გვეღიარებინა. სხვაგვარად არ შეიძლებოდა. დაკავებული მუშები ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ჰერკულესის მუშებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის დროულად გაცემის მოთხოვნით გაფიცვა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყეს. გაფიცვაში 100-მდე მუშა მონაწილეობდა. 15 სექტემბერს პოლიციამ ისინი დაშალა, რომელთაგან 15 მუშა დააკავა. დაკავებული მეტალურგები ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომლის თანახმად, მათ გაფიცვებში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღოთ. გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, 18 სექტემბერს სამი მეტალურგის დაკავება პროფკავშირებთან გაფიცვის დაშლის (15 სექტემბერი) თაობაზე მათ აქტიურ თანამშრომლობას უკავშირდება სასამართლო სარჩელის მომზადების საკითხებში. პროფკავშირების ინფორმაციით, დღეს ისინი თბილისში უნდა ჩასულიყვნენ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ.

ქრისტინა ქარჩხაძე

Thursday, September 15, 2011

ჰომოსექსუალის სიკვდილი

მიცვალებულებს არ ასამართლებენ.
ეს წესი მტკიცედ არის დაცული საქართველოში. მიცვალებულები ფრიად საპატიო ხალხია, ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში არაფერს წარმოადგენდნენ სიკვდილი მათ საპატიოს ხდის, მათი უმეტესობა პომპეზურად საფლავდება. რადგან ურყევი ქართული წესის მიხედვით დასაფლავება პომპეზური და ხალხმრავალი უნდა იყოს. სიკვდილი პატივისცემით, მოწიწებით, თეატრალურობით აშკარად ჯაბნის სიცოცხლეს. თუკი სიცოცხლეს ათას რამეს პარავ, სიკვდილს ვერაფერს მოაკლებ. თუკი სიცოცხლესთან შეიძლება მირიგება, კომპრომისის მოთხოვნა, შეღავათი, გადადება, დროის გაწელვა. სიკვდილი უკომპრომისოა, სიკვდილთან დაკავშირებული ბევრი წესი და ტრადიცია გასამართლებას არ ექვემდებარება და ჭირისუფალმა ყველაფრის ფასად ის უნდა აღასრულოს.
მაგრამ ეს წესი დაირღვა საქართველოში და ქუთაისში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამაზ კანდელაკი ამ ზაფხულში გარდაიცვალა. ხსენებული პირის გასვენება ურყევი წესების დარღვევით წარიმართა. ქვეყანა, სადაც მიცვალებულებს არ ასამათლებენ, სადაც აღდგომას სასაფლაოზე აღნიშნავენ, სადაც გასვენებას მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ცოცხალ ადამიანთან დაკავშირებულ სხვა ყველა ღონისძიებას და სადაც მიცვალებულები უფრო უყვართ, ვიდრე ცოცხლები, კანდელაკის გასვენებაში ყველა წესი ბათილად გამოცხადდა.
მიცვალებულის გასვენებაში სულ ორიოდ კაცი მივიდა, შესაბამისად არ იყო თეატრალურობა, არ იყო წესების დაცვა, არ იყო მოწიწება, სიკვდილმა ვერ გააპატიოსნა სიტუაცია, სიკვდილმა არ იხსნა მიცვალებული ხალხის გასამართლებისგან.
გამოდის რაღაც არის საქართველოში სიკვდილსა და ნეკროფილიაზე ძლიერი? ნეკროფილიაზე, რომელსაც აღდგომაც კი ვერ ამარცხებს. რა არის და ჰომოფობია (შეგახსენებთ ჰომოფობია ბერძნული სიტყვაა და შიშს, განდგომასა და დისკრიმინაციას ნიშნავს ჰომოსექსუალთა მიმართ).
ყველასთვის ცნობილი იყო თამაზ კანდელაკის სექსუალური ორიენტაცია, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. თუმცა მას სიცოცხლეში ასე თუ ისე იღებდნენ, სამაგიეროდ ის საერთოდ არ მიიღეს სიკვდილში.
გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად ძალიან ცოტა ადამიანი მივიდა, უმეტესობამ ხელი დაიბანა. გეი თანაგრძნობის გარეშე დარჩა. ის კინაღამ დაუმარხავი დატოვეს, რადგან სასახლის ამწევი არავინ გამოჩნდა, მოხდა მიცვალებულის გასამართლება, ის რაც არ ხდება სერიოზულ დამნაშავეებთან მიმართებაში, რაც არ გაკეთებულა მაგალითად, სტალინის მიმართ და ბევრი სხვა ტირანის მიმართ, გაკეთდა თამაზ კანდელაკის მიმართ ქუთაისში. სიკვდილი, რომელიც ყველას ერთნაირს და თანაბარს ხდის, არ განხორციელდა მის მიმართ. კანდელაკი სიკვდილის მერეც გეი დარჩა. გარდაცვლილი ჰომოსექსუალი კი, როგორც ჩანს, ცოცხალზე მეტი „დაწყევლილია" საქართველოში.
თანაც გარდაცვლილს არც მემკვიდრეობა და არც მემკვიდრეები არ დაუტოვებია, შესაბამისად გულგრილობას (სისასტიკეს) ვერავინ დაინახავს. ზედმეტი პატივისცემა კი რატომ უნდა გამოიჩინო?! ამას მაინც არავინ დაგიბრუნებს. პრაგმატულობა და აღებ-მიცემობა სიკვდილში. გამოდის ვაჭრობა და ანგარიშიც სიკვდილზე ძლიერია.
მოკლედ სიკვდილზე ძლიერი მხარეები გამოაჩინა კანდელაკის სიკვდილმა.
მართალია მემკვიდრეები არ დარჩენია, შეიძლება არც მნიშვნელოვანი საქმეები, არც ხალხი, ვინც მის გასვენებაში მოვიდოდა. სამაგიეროდ დატოვა დასკვნები, რომ ადამიანები შეიძლება სიკვდილზე სასტიკები იყვნენ და სიკვდილზე დაუნდობლად გამოუვიდეთ გასამართლება.

ეკა კუხალაშვილი

ციხეებში პატიმრებს „სამაგალითოდ" სჯიან

პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მოპყრობის ფაქ­ტები და ციხეებში არ­სებული დარ­ღვე­ვები - ასე­თია სა­ქარ­თვე­ლოს სახალხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მი­ერ იმე­რე­თის რე­გი­­ნის სასჯელაღ­სრუ­ლების და­წე­სებულებებში განხორ­ცი­­ლებული მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გები. ომბუდ­სმე­ნის აპა­რა­ტის დას­კვნა ქუ­თა­­სის №2, გე­გუ­თის №14 და ხონის №13 სასჯელაღ­სრუ­ლების და­წე­სებულებებს ეხება.

სახალხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის „ვი­ზი­ტი" ციხეებში პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის მან­და­ტის ფარ­გლებში მთე­ლი ქვეყნის მას­შტაბით ხორ­ცი­ელ­დება. რო­გორც მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებზე დაყრდნობით ირ­კვე­ვა, იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში არ­სებულ სასჯელაღ­სრუ­ლების და­წე­სებულებებში გა­სულ წლებთან შე­და­რებით, პა­ტი­მარ­თა მდგო­მა­რეობა მკვეთ­რად გა­­­რეს­და. კერ­ძოდ, პა­ტიმ­რები ციხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან უხეშად მოპყრობისა და თვით­ნებური დის­ცი­პი­ლი­ნუ­რი პა­სუხის­მგებლობის და­კის­რების ფაქ­ტებს აღ­ნიშ­ნა­ვენ.

„სა­მარ­ტოო სა­კან­ში გა­დაყვა­ნის ნაც­ვლად, პა­ტი­მარ­თა უმე­ტე­სობა ჯერ და­წე­სებულების ე.წ. „ბოქ­სში" გა­დაჰყავთ. „ბოქ­სი" წარ­მო­ად­გენს 2-3 კვ. მ. ფარ­თის მქო­ნე სა­კანს, სა­დაც არ არის არც მა­გი­და, არც სკა­მი, არც სა­წო­ლი და სა­დაც დასჯილ პა­ტიმ­რებს ათავ­სებენ ფეხშიშ­ვე­ლა, საც­ვლების ამა­რა, 3-დან 24 სა­­თამ­დე," - ნათ­ქვა­მია სახალხო დამ­ცვე­ლის ოფი­ცი­­ლურ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სებულ ინ­ფორ­მა­ცი­­ში.

ომბუდ­სმე­ნის აპა­რა­ტის დას­კვნის მიხედ­ვით, დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუხისგებაში მყოფი პა­ტიმ­რების ე.წ. „ბოქ­სში" მო­თავ­სების პრაქ­ტი­კა ქუ­თა­­სის №2 და­წე­სებულებაში არ­სებობს. ეს უკა­ნას­კნე­ლი პა­ტი­მარ­თა დახურუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლების აღ­კვე­თის შე­რე­­ლი ტი­პის და­წე­სებულებას მი­­კუთ­ვნება, სა­დაც სხვა­დასხვა სა­კან­ში გან­თავ­სებულ პა­ტიმ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან არა­ნა­­რი კონ­ტაქ­ტი არ აქვთ. გარ­და ამი­სა, რთუ­ლი მდგო­მა­რეობაა და­წე­სებულების კა­რან­ტინ­შიც. კა­რან­ტინ­ში მყოფი პა­ტიმ­რები ვერ სარ­გებლობენ გა­სე­ირ­ნების უფ­ლებით.

„პა­ტიმ­რების თქმით, კა­რის ყოვე­ლი გახმა­­რების დროს მათ აი­ძუ­ლებენ თავ­ზე ხელებდაწყობილები დად­გნენ ფანჯრის­კენ სახით. ხოლო იმ შემთხვე­ვა­ში, თუ ვინ­მემ ვერ მო­ას­წრო სა­წო­ლის მე­­რე სარ­თუ­ლი­დან დრო­­ლად ჩა­მოს­ვლა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­ერ მი­თი­თებულ მდგო­მა­რეობაში დად­გო­მა, მთე­ლი სა­კა­ნი ისჯება. ჩვე­­ლებრი­ვი ამბავი­ა, კა­რან­ტი­ნის საკ­ნი­დან შე­მოწ­მებაზე გა­მოს­ვლი­სას ციხის თა­ნამ­შრომ­ლების მხრი­დან მუ­ცელ­ში ან გვერ­დებში იდაყვების ჩარტყმა," - ნათ­ქვა­მია მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებზე დაყრდნობით გა­კე­თებულ დას­კვნა­ში.

პა­ტიმ­რების მი­მართ ზე­დამხედ­ველ­თა არა­კე­თილ­განწყობაზე მა­თი ოჯახის წევ­რებიც მი­­თი­თებენ. ქუ­თა­­სის №2 სასჯელაღ­სრუ­ლების და­წე­სებულებაში შეკ­რებილი პა­ტი­მარ­თა ახლობლები სა­კუ­თა­რი რი­გის მო­ლო­დინ­ში ციხის და­­წე­რელ კა­ნო­ნებზე საუბრობენ. თუმ­ცა თა­მა­მად საუბარი უჭირთ. ამის გა­კე­თებას ციხის ტე­რი­ტო­რი­ის მიღ­მა და ანო­ნი­მუ­რობის გა­რან­ტი­ის პი­რობით ახერხებენ. ერთ-ერ­თი ქალბატო­ნი, რო­მე­ლიც და­წე­სებულებაში შვი­ლის სა­ნახავად მი­ვი­და, ამბობს, რომ იქ არ­სებული გა­­საძ­ლი­სი პი­რობების გავ­ლე­ნით სა­კუ­თა­რი შვი­ლის ცნობა უჭირს.

„ღმერ­თმა ნუ მო­გიყვა­ნოს აქ შვი­ლო. შიგ­ნით რომ შევ­დი­ვარ, უკან გა­მობრუ­ნებულს ვე­რა­ვინ და­მე­ლა­პა­რა­კება. ადა­მი­ანს არ ვგა­ვარ. ჩემ­მა შვილ­მა მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი სცე­მა, საქ­მე ხულიგ­ნობის მუხლით აღ­ძრეს და 19 წლის ბიჭს 16 წე­ლი­წა­დი და 6 თვე მის­ცეს. „კრიტ­ში" ჰყავთ ჩას­მუ­ლი, სა­დაც პა­ტიმ­რებს ჰაე­რი ენატ­რებათ. შვი­ლი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი მყავ­და, თვალს არ აკ­ლდა და ყურს. ახლა ერ­თიც სჭირს, მე­­რეც და ვე­ნები აქვს დაგ­ლეჯილი," - ამბობს ერთ-ერ­თი პა­ტიმ­რის მშობელი.

მე­­რე ქალბატო­ნი, რო­მე­ლიც ციხეში არ­სებულ პი­რობებს პა­ტიმ­რების სი­ცოცხლეს­თან შე­­თავ­სებლად მიჩ­ნევს, ამბობს, რომ ჰაე­რის ნაკ­ლებობისა­გან ყვე­ლა პა­ტი­მარს სახეზე ყვი­თე­ლი ფე­რი ადევს და ავადმყოფებს ჰგვა­ნან. ქალბატო­ნი არც იმას მა­ლავს, რომ პა­ტიმ­რების­თვის გა­სე­ირ­ნებისა და სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რების უფ­ლებით სარ­გებლობა შეზ­ღუ­დუ­ლი­ა.

„ჩემს მე­უღ­ლეს ავ­ტო­საგ­ზაო შემთხვე­ვა მო­­ვი­და, რის შე­დე­გად ადა­მი­­ნი და­­ღუ­პა. ციხეში პა­ტიმ­რის სა­ნახავად მის­ვლის სურ­ვი­ლი და­გე­კარ­გება. ყვე­ლა­ნი ჭლე­ქი­­ნებს
ჰგვა­ნან. სუფ­თა ჰაე­რის ჩაყლაპ­ვის უფ­ლება მათ არ აქვთ. ამბობენ, გა­სე­ირ­ნების­თვის რომ დროს გვაძ­ლე­ვენ, ის თას­მების შეკ­ვრის­თვის გვჭირ­დებაო. ციხეში სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი კი აქვთ, მაგ­რამ რად გინ­და. მუც­ლის, თა­ვის და გუ­ლის ტკი­ვილ­ზე პა­ტი­მარს ერ­თი და იგი­ვე წა­მა­ლი უნ­და მის­ცე? ექი­მის შეყვა­ნის უფ­ლებას კი არ გვაძ­ლე­ვენ,"- ამბობს ერთ-ერ­თი პა­ტიმ­რის მე­უღ­ლე.

რო­გორც ირ­კვე­ვა, აკ­რძალ­ვა არ ვრცელ­დება ამა­ნა­თების შეგ­ზავ­ნა­ზე. პა­ტი­მარ­თა ახლობლების თქმით, ამა­ნა­თების შეგ­ზავ­ნა ნების­მი­ერ დროს შე­იძ­ლება, თუ ოჯახს ამის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებლობა აქვს. ერთ ჯერ­ზე ამა­ნა­თის შეგ­ზავ­ნა კი ოჯახის წევ­რებს 100 ლარ­ზე მე­ტი უჯდებათ. პა­ტი­მარ­თა ახლობლები ყვე­ლა­ზე მე­ტად და­კა­ვებული ოჯახის წევ­რების უსაფრთხოებაზე ღე­ლა­ვენ, ქარ­თულ მარ­თლმსაჯულებას არ ენ­დობიან და ციხეში არ­სებული ვი­თა­რების გა­მოს­წო­რებას ითხოვენ.

ქუ­თა­­სის №2 სასჯელაღ­სრუ­ლებითი და­წე­სებულებისა­გან განსხვა­ვებით, „გა­­მარ­თლა" გე­გუ­თის №14 ნახევ­რად ღია ტი­პის და­წე­სებულებას, რომ­ლის მი­მართ სახალხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის დაკ­ვნა შე­და­რებით მსუბუქი­ა. რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნულ და­წე­სებულებაში გა­სულ წლებთან შე­და­რებით პა­ტი­მარ­თა მოპყრობის კუთხით არ­სებული ვი­თა­რება გა­უმჯობეს­და. კო­ლო­ნი­ის დი­რექ­ტო­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცია პა­ტიმ­რებთან რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­ტაქ­ტის დამყარებასა და არ­სებული პრობლე­მების მოგ­ვა­რებას ცდი­ლობს. აღ­ნიშ­ნულ და­წე­სებულებაში სა­მარ­ტოო სა­კან­ში გან­თავ­სებულ პა­ტიმ­რებს სა­შუ­­ლება აქვთ ისარ­გებლონ შხაპით, ყოველ­დღი­­რი გა­სე­ირ­ნების უფ­ლებით, იქო­ნი­ონ ჰიგი­­ნუ­რი ნივ­თები. გარ­და ამი­სა, მათ ძი­ლის წინ ეძ­ლე­ვათ ლეიბები და გა­და­სა­ფა­რებლები.

„ამ ეტაპ­ზე გე­გუ­თის კო­ლო­ნი­­ში მო­თავ­სებული პა­ტიმ­რების სურ­ვილს წარ­მო­ად­გენს სა­ტე­ლე­ფო­ნო აპა­რა­ტების და­მა­ტება და და­წებულების ე.წ. „ბარა­კების" ნა­წილ­ში სა­ფეხბურ­თო სტა­დი­­ნის აშე­ნება," - ნათ­ქვა­მია ციხეების მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რიშ­ში.

იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში არ­სებული მე­სა­მე სასჯელაღ­სრუ­ლებითი და­წე­სებულება, რო­მელ­შიც სახალხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლები მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით შე­ვიდ­ნენ, ხონ­ში მდებარეობს. ომბუდ­სმე­ნის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სებულ ინ­ფორ­მა­ცი­­ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ №13 სასჯელაღ­სრუ­ლების და­წე­სებულების ლიკ­ვი­დი­რების ბრძა­ნება სახალხო დამ­ცვე­ლის მი­ერ არა­ერთხელ გა­­ცა. ამ ეტაპ­ზე და­წე­სებულებაში 73 მსჯავ­რდებული­ა, რომ­ლებიც ციხის თა­ნან­მშრო­მელ­თა მხრი­დან უხეშად მოპყრობის ფაქ­ტებზე საუბრობენ.

სახალხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მი­ერ ციხეების მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებსა და პა­ტი­მარ­თა ახლობლების მი­ერ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რებებს სრუ­ლი­ად ეთანხმება „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­­ცი­ის" ქუ­თა­­სის ფი­ლი­­ლის ად­ვო­კა­ტი რე­ზო თო­ფუ­რი­ა. ად­ვო­კა­ტის თქმით, მას აქ­ტი­­რი კონ­ტაქ­ტი აქვს ქუ­თა­­სი­სა და გე­გუ­თის და­წე­სებულებებში გან­თავ­სებულ მი­სი დაც­ვის ქვეშ მყოფ მსჯავ­რდებულებთან.

„მთა­ვა­რი პრობლე­მა, რა­საც პა­ტიმ­რები უჩი­ვი­ან, ციხეებისა და საკ­ნების გა­დატ­ვირ­თუ­ლობაა. არის სი­ტუ­­ციები, რო­ცა 6 კა­ცი­ან საგანში 12 კა­ცი ზის. რაც შეეხება სა­მარ­ტოო საკ­ნებს, პა­ტიმ­რებს იქ იმ შემთხვე­ვა­ში ათავ­სებენ, თუ ზე­დამხედ­ველს სიტყვი­ერ შე­­რაცხყოფას მიაყენებენ. რა­­დენ სა­სა­ცი­ლოც არ უნ­და იყოს, გვქონ­და ასე­თი შემთხვე­ვა, რო­ცა პა­ტიმ­რებმა მტრე­დი მი­იჩ­ვი­ეს, გა­­სუ­ქეს, შემ­დეგ და­­ჭი­რეს, გა­პუ­ტეს და შეწ­ვას უპი­რებდნენ, რის­თვი­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მა­თი კარ­ცერ­ში ჩას­მის გა­დაწყვე­ტი­ლება მი­­ღო," - ამბობს რე­ზო თო­ფუ­რია.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტიმ­რები მას­თან შეხვედ­რი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დებიან ციხის ში­და სამ­ზა­რე­­ლო­სა და იქ არ­სებულ ვი­თა­რებაზე საუბარს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამბობს, მი­სი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თა ოჯახის წევ­რები არ მა­ლა­ვენ, რომ პა­ტიმ­რებს ცე­მის ნიშ­ნები აღე­ნიშ­ნებათ, თუმ­ცა თა­ვად მსჯავ­რდებულები ცე­მის ფაქ­ტებს უარყოფენ.

„პრაქ­ტი­კა­ში მქონ­და ასე­თი შემთხვე­ვა, რო­ცა წუ­წუ­ნის გა­მო პა­ტი­მა­რი და­­საჯა. მსჯავ­რდებულის ნათ­ქვამ­ზე დაყრდნობით, ად­ვო­კატ­მა უნ­და მოახდი­ნოს რე­­გი­რება. რე­­გი­რების შე­დე­გებს პა­ტიმ­რები უფრთხიან და კონ­ტაქ­ტსაც ამა­ვე მი­ზე­ზით ერი­დებიან. ისი­ნი არც წყენას და არც კე­თილ­განწყობას გა­მოთ­ქვა­მენ ციხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­საძ­ლო გარ­თუ­ლებების თა­ვი­დან აცი­ლების მიზ­ნით. პა­ტი­მარ­თა ნა­წი­ლი დუ­მილს ირ­ჩევს, რად­გან ციხის ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან მო­რა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­­რი ზე­წო­ლის განხორ­ცი­­ლების ეში­ნი­ათ," - ამბობს ად­ვო­კა­ტი.

რა­მე ცუ­დი რომ თქვან, გა­რეთ მკვდარს გა­მოგ­ვიყვა­ნენ, ამი­ტომ დუ­მილს არ­ჩე­ვენ. ციხეში არ­სებულ პი­რობებთან და­კავ­ში­რებით პა­ტიმ­რებთან საუბარს ჩვენც ვე­რი­დებით, რად­გან ირ­გვლივ ყველ­გან კა­მე­რებია და­მონ­ტაჟებული და ყვე­ლა­ფე­რი ის­მი­ნება," - ამბობენ პა­ტი­მარ­თა ახლობლები.

ქრისტინა ქაჩხაძე