Thursday, March 1, 2012

ქუთაისში ტირის კლუბი გაიხსნა


ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სამოყვარულო სპორტული ტირის კლუბი გაიხსნა. მსურველთათვის მომსახურება ფასიანი იქნება. Kტირის სათამაშო კლუბი ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სამოყვარულო სპორტული ტირის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ტირის გახსნის ინიციატივა მამა-შვილს - ელგუჯა და შოთა ხურციძეებს ეკუთვნის. მათ ხუთწლიანი იჯარით აიღეს მიწის ნაკვეთი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ტერიტორიაზე. შოთა ხურციძის თქმით, საჭირო სპორტული ინვენტარი ბიზნეს-კრედიტის საშუალებით შეიძინეს. ტირის მოსაწყობად 20 000 დოლარი დაიხარჯა. ტირის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სათამაშო აღჭურვილობის დამატებით შეძენა, ეტაპობრივად კვლავ მოხდება.

სამოყვარულო სპორტული ტირი ზაფხულიდან 24:00 საათამდე იმუშავებს. მომსახურების ღირებულება 10 გასროლის შემთხვევაში ერთ ლარს შეადგენს.

`ტირის მოყავრულების წახალისების მიზნით, ვაპირებთ პრიზების დაწესებას. ხშირი მოგების შემთხვევაში, ასევე, დავაწესებთ სხვადასხვა ტიპის აქციებს,~ _ განაცხადა სპორტული ტირის ხელმძღვანელმა შოთა ხურციძემ.

სამოყვარულო სპორტული ტირის პრეზენტაციას ტირის ცნობილი მსროლელი ნინო უჩაძე, ასევე, ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენელბი ესწრებოდნენ.

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორის გიზო თავაძის განცხადებით, ტირის გარდა, პარკში საბავშვო ატრაქციონების გახსნაც იგეგმება. `ქუთაისის თვითმმართველობის ხელშეწყობით, მიმდინარე წლის აპრილიდან ატრაქციონების გახსნა, პარკის გამწვანება და მისი შემოღობვა იგეგემება. ვცდილობთ აღვადგინოთ პარკის პირვანდელი სახე~, - აღნიშნა გიზო თავაძემ.

ნინო გულუა

No comments:

Post a Comment