დღეს ქუთაისის მერიის ეკონომიკურმა სამსახურმა საზოგადოებას ,,ენერგოეფექტურობის პროექტი“ გაცნო. აღნიშნული მიზნით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAID) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ამხანაგობებთან და მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის წარდგენისას ეკონომიკური სამსახურის უფროსმა მალხაზ ჭრელაშვილმა ენერგოეფექტურობის სამომავლო ინიციატივების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ენერგოეფექტურობის პროექტი ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. პროექტის ფარგლებში ეკო-ტრანსპორტის, ეკო-ნათურების, კორპუსების მანსარდული მოწყობის, ბუნბერივი რესურსების (მზე, ქარის) მეშვეობით ენერგიის მიღებისა და სხვა ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმებია თავმოყრილი. ,,მერების ხელშეკრულების ფარგლებში ერთ-ერთი კონცეფცია ენერგოეფექტურობის პროექტია. ჩვენთან გაჩნდა ბევრი საინტერესო ინიციატივა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ კონცეფციაა, რომელიც ალბათ რეალურადაც განხორციელდება,“ - ამბობს მალხაზ ჭრელაშვილი.
,,ნაკლები ელექტროენერგიის გამოყენებით მეტი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი. ენერგოეფექტურობის აღნიშნული პროგრამა ბრწყინვალე ინციატივაა,“ - აღნიშნა ასოციაცია ,,ასა“- ას ხელმძღვანელმა ზაზა ხელაძემ.
ანა ჯანაშია
No comments:
Post a Comment