Thursday, March 29, 2012

ნაგავი ინფექციურთან




ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოსთან რამდენიმე მეტრში, ფოთის ქუჩაზე მისასვლელი გზები და ბორდიულები ნაგვითაა სავსე. საყოფაცხოვრებო ნარჩენები უკვე რამდენიმე დღეა დასუფთავების მანქანებს არ გაუტანიათ. მოსახლეობა აცხადებს, რომ დასუფთავების სამსახურს უბნიდან კვირაში ერთხელ გააქვთ ნაგავი. „ხუთშაბათობით მოდიან, მაგრამ ძირითადად ურნებიდან ცლიან ნაგავს, ტერიტორიას კი იშვიათად ასუფთავებენ,“ - აღნიშნა ფოთის ქუჩაზე მცხოვრებმა ელგუჯა გამცემლიძემ.

ქუთაისის მერიაში აცხადბენ, რომ ფოთის ქუჩა არც ცენტრალური და არც საქალაქო მნიშვნელობის ქუჩაა. „სამსახური აკონტროლებს, რომ ტერიტორიაზე ნაგავი არ დაიყაროს. რამდენიმე მეტრში მდებარეობს ინფექციური სავადმყოფო, სადაც დღის და ღამის გამნავლობაში ბევრი ადამიანი დადის. ამის გამო ტერიტორია ნაგვიანდება. კვირაში ერთხელ ვასუფთავებთ, მაგრამ, როგორც ირკვევა კვირაში ერთხელ დაგვა არ არის საკმარისი. ვიმსჯელებთ მაგ თემაზე და ვეცდებით დასუფთავების ინტესივობა გავზარდოთ. მივიღე აღნიშნული შენიშვნა და საქმეს პირად კონტროლზე ავიყვან,“ - ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

2012 წლის ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში დასუფთავების ღონისძიებებზე 3 მილიონ 136 ათასი ლარია გამოყოფილი.

თეო ხარაბაძე

No comments:

Post a Comment