„ახალი გზეთის“ ჟურნალისტი ქუთაისის კონტროლის პალატაში არ შეუშვეს. გაზეთის წარმომადგენელი უწყებაში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად მივიდა, სადაც ამ წუთებში რესპუბლიკელთა ერთ წევრს კითხავენ.
კონტროლის პალატის შესასვლელში ჟუნრალისტ თეკლა მორგოშიას დაცვის თანამშრომლებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს იმ მოტივით, რომ მათ ასეთი ბრძანება ზემოდან ქონდათ მიღებული.
„გასაგებია, რომ ჟურნალისტი ბრძანდებით, მაგრამ ზემოდან ნაბრძანები გვაქვს, რომ აქ არავინ არ შემოვუშვათ. არც ჟურნალისტები არც სხვა ვინმე დაკითხვის მიმდინარეობის პროცესში. ჩვენ ასე გვაქვს ნაბრძანები და ამას ვასრულებთ, მეტი არაფერი“, - განუცხადა ჟურნალისტს კონტროლის პალატის დაცვის თანამშრომელმა.
საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უწყებაში ჟურნალისტთა დაშვება-არდაშვებას სამართლებრივი აქტი უნდა არეგულირებდეს.
„ის რომ ბრძანება აქვთ, ეს არ არის შენობაში ჟურნალისტის არდაშვების განმსაზღვრელი. ასეთი საკითხები უნდა რეგულირდებოდეს სამართლებრივი აქტით. რამდენად მოხდა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რადგან ასეთი აქტი არ მინახავს. საია მოუწოდეს კონტროლის პალატას უზრუნველყოს პროცესების გამჭვირვალობა და არ მოხდეს ჟურტნალისტთა საქმიანობაში ხელის შეშლა,“ - ამბობს გიორგი ჭიქაბერიძე.
კონტროლის პალაში „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტის არდაშვების ფაქით, სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის რწმუნებული მადონა ბასილაძეც დაინტერესდა.
„არ უნდა შეეშალათ ხელი. მოვიდეს ჟურნალისტი და შევისწავლით ამ საკითხს“, - გვითხრა სატელეფონო საუბარში მადონა ბასილაძემ.
აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატაში არც „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე - ნატო ქათამაძეს უშვებენ.
„არ შემიშვეს შიგნით. მითხრეს რომ შიგნით შესვლა აკრძალული აქვთ“, - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.
„ახალი გაზეთი“
No comments:
Post a Comment