Monday, March 19, 2012

ქუთაისში ხეების გადაბელვა მიმდინარეობს






ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე ხეების გადაბელვა მიმდინარეობს. გადაბელვის სამუშაოებს შპს „ფილე“ ახორციელებს, როგორც ტენდეტში გამარჯვებული კომპანია. აღნიშნული სამუშაოებითვის შპს „ფილეს“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი გამოეყო.

„ჩვენი კომპანია მხოლოდ ჭავჭავძის გამზირზე არის პასუხისმგებელი“, - ამბობს შპს „ფილეს“ წარმომადგენელი ბესიკ ცქიფურიშვილი. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მოჭრილ ხეებს გაჭირვებულ მოსახლეობას ურიგებენ.

„ხეებს გაჭირვებულ მოსახლეობას ვაძლევთ. თუ ვის უნდა მივცეთ ამას ქალაქის მერია გვეუბნება და ამის შესაბამისად მიგვაქვს მოსახლეობასთან ხეები. ამდროისთვის ნიკეასა და გორის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას გადავეცით მოჭრილი ხეები“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა.

მიმდინარე წლის ქუთაისის ბიუჯეტში ხეების გადაბელვის პროგრამაზე სულ 50 000 ლარი არის გამოყოფილი.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment