ქუთაისის კონტროლის პალატაში დღეს 10:00 საათიდან „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრთა დაკითხვა განახლდა. ამ წუთებში 2 ადამიანი იკითხება.
დღეს კონტროლის პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაიციის 5 წევრი იყო დაბარებული. თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე აცხადებს, რომ მოულოდნელად მათი რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.
„ახლა ორ წევრს კითხავენ. ერთი 11:00 საათზე შევიდა და მეორე - 12:00 საათზე. არ ვიცი როდის გამოვლენ. ყველა ადამიანს კითხავენ, ვისაც კი „რესპუბლიკურ პარტიასთან“ რაიმე შეხება ქონია,“ - აცხადებს ნატო ქათამაძე.
ქუთაისში, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრთა დაკითხვა გუშინ დაიწყო. 13 მარტს კონტროლის პალატის შენობაში 12 ადამიანი დაკითხეს.
"ახალი გაზეთი"
No comments:
Post a Comment