ნატო-საქართველოს ურთიერთოებებზე და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საჯარო დისკუსია გაიმართა დღეს ქუთაისში. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ოგანიზებულ შეხვედრას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
დისკუსიაზე მოწვეულმა ექსპერტმა ყურადღება ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტების შესახებაც გაამახვილა. „რადიკალური ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. MAP-ს ვერ მივიღებთ. ლომის წილი პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს. მან უნდა გაატაროს ის რეფორმები, რომელიც შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს - ადამიანის უფლების დაცვისა თუ სხვა სექტორებში,“- აღნიშნა ექსპერტმა ვახტანგ წოწონავამ.
საჯარო დისკუსია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. „შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირება ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. ეს ის საკითხია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ნატო-სთან ურთიერთობა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - აღნიშნა მომხსენებელმა ლევან ვეფხვაძემ.
თეო ხარაბაძე
No comments:
Post a Comment