Wednesday, March 7, 2012

შეხვედრა სტუდენტთა დასაქმების პერსპექტივაზე


სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამას დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოეხმაურნენ. საპრეზიდენტო პროგრამის თაობაზე ინფორმაციის მისაწოდებლად სასწავლებლის ექტორი გიორგი ღავთაძე სტუდენტებს შეხვდა. ზემოთაღნიშნული საპრეზიდენტო ინიციატივით სტუდენტები ერთი თვის (20 ივლისიდან 20 აგვისტომდე) განმავლობაში სხდასხვა სამუშაოებზე დასაქმდებიან. თითოეული დასაქმებულის ანაზღაურება 500 ლარამდე განისაზღვრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენეტებს გავაცნოთ სხვადასხვა ინფორმაციები, რომელიც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. საპრეზიდენტო ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე სტუდენტის დასაქმებას ითვალისწინებს. ჩვენ, ასევე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებთან და ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენს სტუდენტებს ჰქონდეთ საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება, - განმარტა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. თავად რექტორისგან მოვისმინეთ და მივიღეთ ინფორმაცია, თუ რა პერსპექტივა გვაქვს დასაქების კუთხით. სტუდენტები დაინტერესულნი ვართ თუნდაც ერთჯერადი დასაქმებით. პირადად მე დიდი სურვილი მაქვს მოვხვდე საზაფხულო სკოლაში, - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტი სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი მარიეტა დვალი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მიერ გახმოვანებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისა და დასაქმების მსურველი 12 მარტიდან ონლაინ რეჯიმში უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე www.summarjob.geზე. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა განმარტა, რაოდენობა შეზრუდულია: მოხვდება ის, ვინც აღნიშნულ მისამართზე დარეგისტრირებას დაასწრებს სხვას, - აღნიშნა ღავთაძემ.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment