ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიან სახლებზე მესამე სართულების დაშენებას „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონალურ ორგანიზაციაში აპროტესტებენ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სახლები კერძო საკუთრებაა, ხოლო მერია სამუშაოებს თვითნებურად ახორციელებს. „მესაკუთრეთა უფლებები შელახულია. ყოველგვარი ფულადი კომპენსაციების გარეშე მოხდა უკანანო გადაყვეტილების მიღება. ჩვენ გამოვითხოვეთ მშენებლობის პროექტი. მაგრამ არ აქვთ და რას მოგვაწოდებდნენ,“- აღნიშნა „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიმ.
„თავისუფალი საქართველოს“ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. „გოგი წულაიას ბრალდებები აბსურდია. პროექტი არსებობს და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვაც. რაც შეხება კომპენსაციას, ესეც გათვალისწინებულია,“-აღნიშნა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.
ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე არსებულ შენობეზე მესამე სართულის დაშენება რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში ხორციელდება. სულ გათვალისწინებულია 7 ობიექტის რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 300 000 ლარია გამოყოფილი. ობიექტების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს.
თეო ხარაბაძე
No comments:
Post a Comment