Friday, March 18, 2011

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა, თუმცა საეჭვოა ეს აღნიშნონ ტელეჟურნალისტებმა. ქართველი ტელეჟურნალისტები ხომ ბუნებაში არ არსებობენ

საქარ­თვე­ლო­ში სა­ზო­გა­დოების დი­დი ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ ტე­ლე­ვი­ზი­ის თაობას წარ­მო­ად­გენს. ტე­ლე­თაობას, რო­მე­ლიც სამყარო­ზე წარ­მოდ­გე­ნას ტე­ლე­ვი­ზო­რით იქ­მნის. ტე­ლე­ვი­ზია სამყაროს­თან და­მა­კავ­ში­რებელი წყარო­ა, სამყაროს მო­დე­ლი­ა, ან თა­ვა­დაა სამყარო ტე­ლე­მა­ნის თვალ­ში. სამყარო ასე­თი­ა, რა­საც ამ ყუთ­ში გვთა­ვა­ზობენ. თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ საკ­მა­ოდ არას­რუ­ლი სამყარო. ამ სამყაროს ბევ­რი რამ აკ­ლი­ა. ა­ი, მა­გა­ლი­თად, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტები. სად არი­ან ისი­ნი?! ყოველ შემთხვე­ვა­ში, ქარ­თულ ცენ­ტრა­ლურ ტე­ლე­ვი­ზიებში მა­თი პოვ­ნა შე­უძ­ლებელი­ა. სა­მა­გი­ე­როდ, ისი­ნი არ­სებობენ სხვა­გან. მარ­თა­ლია, არცისე ბევ­რი, მაგ­რამ მა­ინც საკ­მა­რი­სი სა­ი­მი­სოდ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტზე წარ­მოდ­გე­ნა შე­გექ­მნეს და მი­სი სახე და მო­ვა­ლეობა არ და­ა­ვიწყდეს ადა­მი­ანს. ამ იშ­ვი­ა­თი ეგ­ზემ­პლა­რებით თუ ვიმსჯელებთ, ჟურ­ნა­ლის­ტია პი­რი, რო­მე­ლიც რე­ა­ლობას, სი­ნამ­დვი­ლეს ასახავს. შე­იძ­ლება ტე­ლე­ვი­ზიებში ეს ვინ­მეს დააბრა­ლო? ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დება. ეს ჯერჯერობით არა­ვის უკად­რებია.­ ა­ნუ ჟურ­ნა­ლის­ტის სა­პოვ­ნად ეს ნი­შა­ნი არ გა­მოდ­გება, მე­ტის­მე­ტად არა­რე­ა­ლუ­რი­ა. მე­ო­რე ნი­შა­ნია - და­მო­უ­კი­დებლობა, ეს სა­ერ­თოდ გა­უ­გებარი­ა. ფან­ტა­ზი­ის სუ­ნი უფ­რო უდის. მარ­თა­ლია ტე­ლე­ვი­ზიებში ფან­ტა­ზია არ აკ­ლი­ათ, მაგ­რამ არც იმ­დე­ნი, ასეთ მას­შტაბებზე გა­ვიდ­ნენ. მე­სა­მე ნი­შა­ნი ობიექ­ტუ­რობაა. ეს რო­მე­ლი­ა? სუბიექ­ტუ­რობის ჩრდი­ლო­ვა­ნი მხარე? მთვა­რის უკა­ნა ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს ჩანს, რაც უნ­და მო­უახლოვ­დეს დე­და­მი­წას?! ვკითხოთ ას­ტრო­ნო­მებს, იქ­ნებ იცი­ან რა ხილია ეს „ობიექ­ტუ­რობა"?! თურ­მე მე­ოთხე, რა­საც ჟურ­ნალ­ის­ტი უნ­და აკე­თებდეს, წყაროების გა­და­მოწ­მებაა. გა­ნა სიტყვა „წყაროს" მრავ­ლობითი გა­აჩ­ნი­ა?! რად­გან ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზიებში ასე იცი­ან, რომ მხოლოდ ერ­თი წყარო არ­სებობს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და შე­უმ­ცდა­რი.
შე­უმ­ცდა­რის პრე­ტენ­ზია შე­იძ­ლება გა­აჩ­ნდეს თა­ვად ტე­ლე­ვი­ზი­ა­საც ტე­ლე­თაობის თვალ­ში. და ეს ავ­ტო­რი­ტე­ტი აჩ­ვე­ნებს, რომ ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტები არ არ­სებობენ. ისი­ნი გა­და­შე­ნებული, ან გა­და­შე­ნების გზა­ზე მდგო­მი პო­პუ­ლა­ცი­ა­ა.
აბა ისი­ნი ვინ არი­ან, სა­ინ­ფორ­მაცი­ოები რომ მიყავთ? ძნე­ლი გა­სარ­კვე­ვი­ა. ალბათ უფ­რო მე­კონ­სერ­ვეები. ხალხი, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლი­დან, ობიექ­ტუ­რობიდან, სა­ღი აზ­რი­დან ანუ ვი­ტა­მი­ნებიდან გა­მოც­ლილ ინ­ფორ­მა­ცი­ას მკვდა­რი სახით მი­ა­წო­დებს სა­ზო­გა­დოებას. ტე­ლე­ვი­ზია კი კონ­სერ­ვის ქი­ლა, სა­დაც დრო, ის­ტო­რი­ა, სი­ნამ­დვი­ლე კვდება, აკ­ლდება ყვე­ლა ის ინ­გრე­დი­ენ­ტი, რაც მას ღი­რებულს და ცოცხალს ხდი­და, ამის შემ­დეგ რამ­დე­ნიც არ უნ­და აწე­რო Live, ამით იგი ცოცხალი ვერ გახდება.
ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დრო კვდება, მხოლოდ მი­სი აჩ­რდი­ლი დაბოდი­ა­ლობს. აჩ­რდი­ლი სიც­რუ­ი­სა..
სა­მა­გი­ე­როდ, ცენ­ტრა­ლურ ტე­ლე­ვი­ზიებში თა­ვად ქმნი­ან დროს და დრო­ის გმი­რებს, ქმნი­ან ღი­რებულებებს, თა­ვად­ვე ამ­კვიდ­რებენ რა­ღაც ფა­სე­უ­ლობებს და მე­რე ამა­ზე პა­სუხს სა­ზო­გა­დოებას თხოვენ. სა­ზო­გა­დოებაზე ქი­ლი­კობენ მა­თი დამ­კვიდ­რებული ღი­რებულებების და გმი­რების მი­ღების გა­მო.
ბიჭო­ლა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზიების გმი­რი, ტე­ლე­სახე, ტე­ლე­შო­უების ხში­რი სტუ­მა­რი გა­სულ კვი­რას და­მამ­ცი­რებელ კონ­ტექ­სტში მოიხსე­ნი­ეს. სა­ზო­გა­დოებას და­ნა­შა­უ­ლად და უვი­ცობად ჩა­ეთ­ვა­ლა ბიჭო­ლას პი­როვ­ნების ცნობა და ცოდ­ნა. ის, რომ მას ახალი თაობა პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე უკეთ იც­ნობს. არა­და, ეს გმი­რი თა­ვად შექ­მნეს. თა­ვად გახადეს ცნობადი. ძნე­ლია გაიხსე­ნო ბოლოს რო­დის ილა­პა­რა­კა ქარ­თულ­მა ტე­ლე­ვი­ზიებმა, და კონ­კრე­ტუ­ლად „ი­მედ­მა", პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის დამ­სახურებაზე ქი­მი­ის დარ­გში. ან ვინ­მე სხვა მეც­ნი­ერ­ზე რო­დის გა­ა­კე­თა ბოლოს გა­და­ცე­მა?! „ი­მე­დის" ცნობით და მა­ტი­ა­ნე­ზე დაყრდნობით სამყარო­ში არა მხოლოდ ტე­ლეჟურ­ნე­ლის­ტები გა­და­შენ­დნენ, არა­მედ სა­ერ­თოდ არ არ­სებობენ მეც­ნი­ე­რები, არ არ­სებობს მეც­ნი­ე­რება, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ხელოვ­ნება, არ არ­სებობს ის­ტო­რია და სი­ნამ­დვი­ლე, არ არ­სებობს დო­კუ­მენ­ტა­ლიზ­მი, არც მხატ­ვრუ­ლი სამყარო. შე­დევ­რები ჯერ არ შექ­მნი­ლა, შე­მოქ­მე­დებითი უნა­რები ადა­მი­ა­ნებს სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნი­ათ. რად­გან ყვე­ლა ზე­მოთ­ჩა­მოთ­ვლი­ლის პოვ­ნა ძა­ლი­ან გა­ჭირ­დება ქარ­თულ ტელე­არხებზე. შლინ­რიკ შლი­მან­საც რომ აღე­მა­ტებოდეთ ძიების და­არ­გში. სხვის არ­ცოდ­ნა­ზე მი­თი­თებით სა­კუ­თა­რი უვი­ცობის გა­მარ­თლებას ცდი­ლობენ, მე­რე რა, რომ მა­გა­ლი­თად, ამინ­დის პროგ­ნოზ­ში მი­ნუს ნულს და პლუს ნულს წე­რენ, სა­მა­გი­ე­როდ ახალ­გაზრ­დები მათ­ზე უვი­ცები არი­ან. ახალი თაობა წიგნს არ შლის, ან რო­გორ გა­დაშ­ლის, რო­ცა ეუბნები, რომ ამ წიგ­ნებში მა­ინ­ცა­და­მა­ინც ფე­კა­ლიებზე საუბრობენ. საბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა ტე­ლე­ვი­ზიებს მა­ნამ არ გახსე­ნებიათ, სა­ნამ თხუნე­ლას ვი­ღა­ცამ თავ­ზე არ და­ა­საქ­მა. ყოჩაღ, თხუნე­ლას!... რო­გორც ჩანს, მხოლოდ ასე თუ მი­აპყრობ ტე­ლე­ვი­ზიების ყურად­ღებას წიგ­ნზე. ტე­ლე­არხებზე მე­რე გმი­რებსაც თა­ვად ქმნი­ან და მტრის ხატებსაც, მე­რე თა­ვად­ვე უპი­რის­პირ­დებიან მათ. უფ­რო იო­ლია სა­კუ­თარ გა­მო­გო­ნილ­თან და­პი­რის­პი­რება.
21 მარ­ტი ქარ­თუ­ლი ჟურ­ნალ­ი­სტი­კის დღე­ა, თუმ­ცა სა­ეჭ­ვოა ეს აღ­ნიშ­ნონ ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტებმა. ქარ­თვე­ლი ტე­ლეჟურ­ნალი­სტები ხომ ბუნებაში არ არ­სებობენ.

ეკა კუხალაშვილი