Tuesday, March 13, 2012

ქუთაისის ცენტრში ფასადების რეაბილიტაცია გაურკვეველ ვითარებაში დაიწყო


ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე შენობების ფასადების რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. თუმცა, მერიის მიერ სამუშაობის განსახორციელებლად გამოცხადებული ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. ადგილობრივ თივითმმართველობაში აცხადებენ, რომ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ.

`სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. ამ დროისთვის შენობებისთვის საძირკვლების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. შემდეგ მოხდება შენობების ერთი სართულით ამაღლება და ფასადების შელამაზება~, - ამბობს Aსამუშაოებზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა გიორგი კიკნაველიძე.

როგორც ირკვევა, შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისური კომპანია შპს `არტესი~ ასრულებს. თუმცა, უცნობია თუ რის საფუძველზე მიიღო კომპანიამ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების უფლება, რადგან ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჯერ არ დასრულებულა.

ქუთაისის მერიამ ცენტრალურ ტერიტორიაზე არსებული 7 ობიექტის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მიმდინრე წლის 22 ებერვალს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებეის მიღება 9 მარტს დაიწყო და ის 14 მარტს სრულდება. სწორედ ამის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი იმ ფირმის ვინაობა, რომელიც სამუაობს განახორცილებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 299 950 ლარს ეადგენს.

`ჩვენ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. უფროსთან ვერ დაგაკავშირებთ, რადგან ტელეფონი გამორთული აქვს~, - განმარტა სამშენებლო კომპანია `არტესის~ ადგილობრივმა წარმომადგენელმა სოსო მახათაძემ. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებს, როგორც ქალაქის ვიცე-მერმა დავით ანდღულაძემ გვითხრა, ზემოთაღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის. ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი კი ამდროისთვის სამსახურებივი მივლინებით შვეიცარიაში იმყოფება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილის რამდენიმე ქუჩაზე მდებარე შენობებს (თამარ მეფის გამზირის #2; #3; #4; #5; და #7 შენობებს; გელათის ქუჩა #2 და ფალიაშვილისა და ბროსეს ქუჩების კუთხის შენობა #51) ჩაუტარდება. კერძოდ, დაგეგმილია შენობებისთვის საძირკველის გამაგრება და ერთი სართულით ამაღლება.

სარაებილიტაციო ნუსხაში შესული შენობები კერძო საკუთრებას წარმოადგენენ. `იყვნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსულები და გვითხრეს, რომ რამდენიმე შენობას რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. თუ რამეს გაგვიკეთებენ კარგი იქნება. Mეს ადგილი უკვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ამიტომაც გვიკეთებენ ფასადებს~, - ამბობს თამარ მეფის გამზირის #3 შენობის მეპატრონე დიმიტრი ყორღანაშვილი.

ქუთაისის ცენტრალური ნაწილის სარეაბილატიო სამუშაოები ქალაქის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში შენდება ქალაქის ცენტრში .. კოლხური შადრევანი, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იგება ქვაფენილები, მონტაჟდება ახალი განათების სისტემა. აღნიშნული სამუშაოებისთვის სულ 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები 2007 წელს დაიწყო და 2008 წელს დასრულდა. მაშინ სარეაბილიტაციო სამუშაობი ისტორიული უბნის იერსახის შეცვლით დასრულდა, რომლისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 30 მლნ. ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 2011 წლის ოქტომბრიდან განახლდა. რომელიც მიმდინარე წლის 2 მაისისთვის უნდა დასრულდეს.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment