Thursday, March 15, 2012

ქუთაისში ბომბის ძიება ჩემოდნის აფეთქებით დასრულდა



ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ბომბის ძიების მცდელობა ჩემოდნის აფეთქებით დასრულდა. შემთხვევა დღეს, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე მოხდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებლებმა ხის ძირში მიტოვებული ჩემოდანი გუშინ, დაახლოებით 17:00 საათისათვის შენიშნეს. იმის გამო, რომ ჩემოდანი დღესაც იმავე ადგილას დახვდათ, საეჭვოდ მიიჩნიეს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს.

„გუშინ, საღამოს 5 საათზე შევნიშნეთ ეს ჩემოდანი. არავინ იცის, ვინ დატოვა. ჯერ ყურადღება არ მივაქციეთ. შემდეგ მეზობლებს შეგვეშინდა, მოვილაპარაკეთ და პატრული გამოვიძახეთ. მათ ტერიტორია გადაკეტეს და მუშაობას შეუდგნენ,“ - ამბობს ტაბიძის ქუჩაძე მდებარე ავიასალაროს გამყიდველი ციცო ჭახრაკია.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მიტოვებულ ჩემოდანში ბომბის არსებობა ივარაუდეს, რის გამოც, გამოძახებული იქნა გამნაღმვის სასამხური. ჩემოდნის გაუვნებელყოფა მისი აფეთქებით დასრულდა. აფეთქებულ ჩემოდანში კი მხოლოდ ნაგავი აღმოჩნდა.

აფეთქებული ჩემოდნის ნაწილები ძალოვნებმა საპატრულო პოლიციის მანქანით წაიღეს და ტერიტორია დატოვეს.

უცნობია, ვინ და რა მიზნით დატოვა ტაბიძის ქუჩაძე ცარიელი ჩემოდანი. სამართალდამცველები მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამ დროისათვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობა აღდგენილია.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment