იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების სტრატეგის შესახებ დღეს შეხევდრა გაიმართა ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, იტალიიდან, ირლანდიიდან და მოლდოვეთიდან მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.
„2009 წელს, ჩვენ იტალიელ და უნგრეთელ პარტნიორებთან შევიმუშავეთ პროექტი. ამ ხნის განმავლობაში, ამ პროექტის ფარგლებში, შეიქმნა რამდენიმე ტურისტული შინაარსის გამოცემა, გადაღებულია 30 წუთიანი ტურისტული ფილმი იმერეთის შესახებ, შეიქმნა ტურისტული რუქები, ტურისტული ვებ-გვერდი, რომელიც უშაუალოდ ეხება ქუთაისის ტურიზმს. ეს შეხვედრები ხელს გვიწყობს საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტად დავაზუსტოთ მოთხოვნილებები ტურიზმის სფეროში. ეს პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის“- განმარტა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ.
შეხვედრაზე ტურიზმის იტალიელმა ექსპერტმა კარლო ვიგომ საზოგადოებას ქალაქის ტურისტულად განვითარების 7 პუნქტიანი გეგმა გაცნო.
„ქუთაისმა, როგორც ტურისტულმა ზონამ უნდა გადაანაწილოს ტურისტები სხვადასხვა რეგიონებში. ჩემი მთავარი მიზანია კულტურულ-მემკვიდრეობით ძეგლებთან ერთად, ქუთაისი გადაიქცეს როგორც ბიზნეს ცენტრი. ადგილი, სადაც გაიმართება საერთაშორისო შეხვედრები, სიმპოზიუმები, კონფერენციები და ა.შ,“ - აღნიშნა ტურიზმის ექსპერტმა კარლო ვიგო.
სამუშაო შეხვედრები იმერეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შესახებ ხვალ დასრულდება.
თეო ხარაბაძე
No comments:
Post a Comment