სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის წარმომადგენლობა კონტროლის პალატაში დაკითხულ მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს. აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის ადგილობრივმა ორგანიზაციამ "ახალ გაზეთს" მიაწოდა.
სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის რწმუნებული მადლონა ბასილაძე აცხადებს, რომ მიმართვის შემთხვევაში საქმის შესწავლას დაიწყებენ.
„სახალხო დამცველი დაინტერესებულია ფაქტების შესწავლით. ყველა ამ პირს აქვს შესაძლებლობა მოგვმართოს, რომლის შემდეგაც სახალხო დამცველი საქმის შესწავლას დაიწყებს,“ - ამბობს მადონა ბასილაძე.
No comments:
Post a Comment