ქუთაისში „ლაზიკა“ გაიხსნა.Lახალი ობიექტი - ქართული სამზარეულოა, რომლის სახელიც მშენებარე ქალაქ ლაზიკასთან პირდაპირ კავშირშია.
`ჩვენმაPპრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინა ქალაქი ლაზიკა, მაშინვე გამიჩნდა იდეა, რომ მეც დამეარსებინა ლაზიკა.
ლაზიკას აშენება პრეზიდენტს დავასწარი. Mქალაქი როცა აშენდება იქ ერთ სახლსაც ვიყიდი~, - ამბობს ქართული სამზარეულო `ლაზიკას~ დამაარსებელი მურმან ლომთაძე.
ქუთაისში ახლადგახსნილი „ლაზიკა“ მშენებარე პარლამენტის მახლობლად მდებარეობს. მისი დამაარსებელი დარწმუნებულია, რომ ადგილმდებარეობის გარდა, სამზარეულოსთვის აღნიშნული სახელის შერჩევა მომგებიანია მისი ბიზნესისთვის.
`ლაზიკაში~ განმარტავენ, რომ მშენებარე ქალაქის მოსახელე ქართულმა სამზარეულომ ქუთაისში უკვე დაიმკვიდრა ადგილი და შესაბამისად, დღის განმავლობაში მომხმარებლებიც საკმარისად ჰყავთ.
`ჩემმა `ლაზიკამ~ ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია ქალაქში. ჩვენ უკვე გვყავს ჩვენი მომხამარებელი. Aაქ მთელი ქალაქი დადის, მათ შორის მთავრობის ხალხიც, მაგრამ მათი სახელების გამხელის უფლება არ მაქვს~, - აღნიშნავს ლომთაძე.
როგორც ლომთაძე განმარტავს, „თავის ლაზიკაში~ 18 ადამიანი უკვე ჰყავს დასაქმებული. `თუმცა ორჯერ მეტის დასაქმებას ვაპირებ მეორე ლაზიკაში, რომელიც ავანგარდის დასახლებაში, საპატრულოსთან გაიხსნება და ეს იქნება რესტორანს ტიპის ობიექტი. იქ ახალგაზრდებისთვის სიახლეებიც გვექნება~, - ამბობს ლომთაძე.
აღსანიშნავია, რომ ქალაქში არსებული ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის ქსელი `კიდო-კიდო~, ასევე, `ლაზიკას~ დამაარსებელს ეკუთვნის.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment