Wednesday, March 21, 2012

„წარუმატებელი" კინო ქუთაისში



მარტში პირველი ქართველი კინემატოგრაფისტის - ვასილ ამაშუკელის იუბილე აღინიშნება. იმ Kკინემატოგრაფისტის, რომელმაც მოღვაწეობა ქუთაისში დაიწყო და ქუთაისი პირველი ქართული კინოსიუჟეტების მოქმედების ადგილად აქცია. მიუხედავად ამისა, `ისტორიული კინოქალაქი~ ამაშუკელის წლევანდელ იუბილესაც მოქმედი კინოთეატრის გარეშე შეხვდა. სადღეისოდ ქალაქში არც კინოკლუბი ფუნქციონირებს. არადა ამის გამოცდილება ქუთაისს გააჩნდა მის უახლეს ისტორიაში.

2009-2010 წლებში გასართობ ცენტრ `სულიკოს~ კინოდარბაზს კვირაში რამოდენიმე დღით კინოკლუბი იკავებდა და საეტაპო მნიშვნელობის ფილმებს უჩვენებდა დაინტერესებულ კინოპუბლიკას. `მაშინ ეს იდეა იმიტომ გამიჩნდა, რომ ჩვენი ქალაქი საერთოდ ამოვარდნილი იყო კინოპროცესებიდან. Aარც კინოთეატრი ფუნქციონირებდა და ხელოვნების ამ დარგთან ზიარება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მართალია ფილმს ინტერნეტშიც ნახავს ადამიანი, მაგრამ თანადასწრების ეფექტს მხოლოდ კინოდარბაზი, მაყურებელსა და ეკრანს შორის შექმნილი მაგია იძლევა~, - ამბობს კინოკლუბის დამფუძნებელი, კინომცოდნე თეა გაბიძაშვილი.

კინოკლუბმა წელიწადნახევარი იარსება, ისიც უცხოელი დონორის დახმარებით (`ფონდიღია საზოგადოება საქართველო~). კინოკლუბმა კინოთეატრები ვერ აამუშავა ქუთაისში, თუმცა შემდგომში გზა გაუხსნა საჯარო კინოჩვენების ცალკეულ პრეცედენტებს. Qქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით შარშან ზაფხულში ღია ცის ქვეშ მოეწყო კინოკვირეული. კვირეულმა შემოდგომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლა და `მწვანე დარბაზში~ გამართა კინოჩვენებები. `ჩვენს მიერ ორგანიზებულმა კინოჩვენებებმა დაგვანახე, რომ ქალაქში კარგი კინოს გაცნობის რეალური მოთხოვნა არსებობს. როდესაც პირველი კინოკვირეული გავაკეთეთ ღია ცის ქვეშ `ოქროს ჩარდახში~, ვნერვიულობდით, რადგან პროგრმა ნამდვილად არ იყო გასართობი ხასიათის. მაგრამ მოხდა ისე, რომ მაყურებელთა რიცხვი ყოველ დღე იზრდებოდა. თანაც აბსოლუტურად განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის ხალხი მოდიოდა~, - ამბობს კინოკვირეულების მოწყობის ინიციატორი, მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კინომცოდნე თამთა თურმანიძე.

კინომცოდნეთა რწმენითKმაყურებელს ჭირდება კინოკლუბები. ისე როგორც კინოკლუბი ჭირდება თავად კინემატოგრაფს. `კინოკლუბები ყოველთვის დიდ როლს ასრულებდნენ კინოს პოპულარიზაციის პროცესში. ახლაც კლუბური მოძრაობა მთელ მსოფლიოში ძალიან აქტიურია. მთელი ფედერაციები არსებობენ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა. ამაში დავრწმუნდი, როდესაც კინოკლუბების ასამბლეაზე აღმოვჩნდი. ისინი კინომოყვარულებს კარგ საშუალებას აძლევენ და ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსი~, - მიაჩნია თეა გაბიძაშვილს.

თუმცა რესურსის გამოყენებას წინ უძღვის პირობაქალაქში ნორმალური კინოდარბაზის არსებობა. ქუთაისში ცნობილი სამი კინოთეატრიდან ერთის მხოლოდ სახელი არსებობს (`მონპლეზირი~), მეორესგარეფასადი (ყოფილი კინოთეატრ `საქართველოს~ ტერიტორიაზე აღმართული ახალი შენობა), ასევე იმედი, რომ შენობას შიგნით კინოდარბაზიც აქვს. მესამეგასართობი ცენტრი `სულიკო~ გახლავთ, სადაც კინომ აქამდე ვერ `გაიხარა~.

სანამ ქუთაისელები შენობების ფუნქციის გარკვევას ცდილობენ, Kკინომცოდნეები კინოს სხვა ადგილასა და სხვა საშუალებებით `გახარებას~ აპირებენ. `კინოკლუბის მუშაობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილს. ის მისაღები და კომფორმტული უნდა იყოს უმრავლესობისთვის. Aამიტომ თავად იდეის ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კლუბის უნივერსიტეტში გაკეთებას, სადაც იყრის თავს ქუთაისელ ახალგაზრდათა უმეტესობა~, - ამბობს თამთა თურმანიძე.

მუშაობის სხვა სივრცეში გაშლას გეგმავს თეა გაბიძაშვილი. `ვცდილობ `კინოცენტრი~ დავიხმარო. Mმუნიციპალური კინოდარბაზები ინგლისში არის და რატომ არ შეიძლება ჩვენთან, ქუთაისის შემთხვევაში, გამოვიყენით ეს პრეცედენტი?! რათა ქალაქი არ დარჩეს კინოდარბაზის გარეშე.Mამასთან, კინოკლუბების ფედერაციისთვის ქუთაისის კლუბს საწევრო 200 ევრო ესაჭიროება და ამის მოძიება გახდება საჭირო, რომ არ გაგვრიცხონ ფედერაციიდან. ასევე, იმისთვის, რომ კინომოყვარულები არ `გადაშენდნენ~ ჩვენს ქალაქში, ისევ საგრანტო პროგრამის დახმარებით, ლექცია-სემინარების მოწყობას ვაპირებ ქართველი და უცხოელი კინოს სპეციალისტების მონაწილეობით~, - ამბობს თეა გაბიძაშვილი.

მოკლედ `ქართული კინოს აკვანში~ პუბლიკას კინოს გაცნობა თავიდან მოუწევს ან უნივერსიტეტში აკადემიურ დონეზე, ან workshop-ებზე უცხოელი სპეციალისტების დახმარებით. რადგან კინო, რომელსაც ასი წლის წინ ასე წარმატებით ამკვიდრებდა ვასილ ამაშუკელი, ასე წარუმატებლად გაქრა ქალაქის სივრციდან.

ეკა კუხალაშვილი

No comments:

Post a Comment