დღეს ქუთაისის მერის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ქვიშხეთის მკვიდრის, სოსო ქიმერიძის გარდაცვალების გარემოებების ობიექტურ დადგენას ითხოვდნენ.
აქციის ორგანიზატორები ქუთაისში მოღვაწე ბლოგერები იყვნენ. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხვნა ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი ქიმერიძის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება იყო. ბლოგერთა პროტესტს რამდენიმე მოქალაქეც შეურთდა.
„ჩემი აზრით, დაირღავა ადამიანის უფლებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა არის ბუნდვანი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამოძიება იქნას სრულყოფილად ჩატარებული. პოლიცია მოქალაქეებზე უნდა ზრუნავდეს და არა პირიქით “- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ რაზმაძემ.
თეო ხარაბაძე
No comments:
Post a Comment